logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
12:42 21.09.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკში მმართველი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო 2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება გააცნო, ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში.
აღინიშნა ისიც, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან სრულ თანხვედრაშია, რაც მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი საქართველოსა და ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასაც გაუშვა. როგორც მეთიუ ფოქსმა აღნიშნა, ბანკი საქართველოს ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებას უწყობს ხელს როგორებიცაა: ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ენერგეტიკის სფერო.
"აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძალიან მყარია, რომელსაც დამაიმედებელი სამომავლო პერსპექტივები გააჩნია," - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა