logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან
12:17 21.09.2017
დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი (Sarah Abbott) ქართული ღვინით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს ეწვია.
სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღვინის ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები კახეთში ღვინის მარნებსა და კომპანიებს ეცნობიან. ბრიტანელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“.
უწყების ინფრომაციითვე, კახეთში გამგზავრებამდე, სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, ღვინის შეფუთვასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა.
„საქართველოს დიდი ბრიტანეთის ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობს. ეს ვიზიტი გამორჩეულია, რადგან დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინისთვის გამორჩეული ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება ქართული ღვინისთვის პრიორიტეტია. ამ ჯგუფის წვერები ვიზიტის შემდეგ დაწერენ და ინფორმაციას გაავრცელებენ ქართული ღვინის კულტურის შესახებ, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას დიდ ბრიტანეთში“- აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაგისტრის სარა ებოტის მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group“ შეარჩა.
„ჩვენ მართლაც ფანტასტიური და ამაღელვებელი მოგზაურობა გვქონდა. გვინდოდა ვიზიტორებისთვის გვეჩვენებინა ქართული ღვინო ყველა ასპექტში, მისი განვითარება, არსებობა და პოტენციალი. ჩვენ შევხვდით ღვინის მცირე მეწარმეებს, რომლებიც ვენახებში და ქვევრებთან მუშაობდნენ, ასევე ვნახეთ შედარებით დიდი ღვინის საწარმოები, სადაც საერთაშორისო სტანდარტის ქართული ღვინოები მზადდება, ვიხილეთ გამოცდილი მწარმოებლებიც და შედარებით ახალგაზრდებიც. ყოველივე ეს ჩვენთვის და ბრიტანეთის ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. მე მინდოდა მათთვის მეჩვენებინა ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, რომ ეგრძნოთ მისი ენერგია, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ყველაზე ამაღელვებელია მთელს მსოფლიოში“- აღნიშნა სარა ებოტმა.
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ღვინის მწერლები - Miles Willis, Martin Lam, David Williams, Emma Diggory, Kate Clarke, Madeleine Waters.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა