ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილის მა ფეიჰუას განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს და არსებული ბიზნესგარემო უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად კარგ პირობებს ქმნის.
ფეიჰუას აცხადებს, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში სავაჭრო ურთიერთობის კუთხით ბუმი ექნებათ.
" ერთი სარტყელი - ერთი სივრცის ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთაანამრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას შეუწყობს ხელს.
ამჟამად საქართველოში ოცზე მეტი ჩინური ბიზნესი ფუნქციონირებს და მე მჯერა, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში ჩვენ სავაჭრო ურთიერთობის კუთხით ბუმი გვექნება. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ლამაზი ბუნების, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციების გასაცნობად საქართველოში მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა," - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

















