logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი გახარიამ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა გახსნა
გიორგი გახარიამ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა გახსნა
13:57 18.09.2017
გიორგი გახარიამ ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) გახსნა.
როგორც ღონისძიებაზე გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, აღნიშნულ გამოფენაში მოაწილეობა ქართული ეკონომიკისა და ქართული ბიზნესისთვის ჩინურ კომპანიებთან ინტეგრირებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში მონაწილეობით ვეცადეთ გადაგვედგა პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა და ქართული ბიზნესი იყოს ინტეგრირებული ჩინურ კომპანიებთან, ჩინურ ეკონომიკასთან, რადგან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი პირდაპირ გვაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ბენეფიტები“ - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. გამოფენაში 120 ქართული კომპანია მონაწილეობს.
„ეს გამოფენა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ინვესტიციებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წელს მნიშვნელოვან თარიღებს აღვნიშნავთ ჩინეთთან მიმართებაში - ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და მეორე: ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვართ წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი ქვეყანა და დღეს მოვაწერთ ხელს რამდენიმე მსხვილ კონტრაქტს მსხვილ ჩინურ კომპანიებთან“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ჩინეთთან ვაჭრობის დინამიკა იზრდება და ჩინეთი გადმოდის უკვე პირველ ადგილებზე ექსპორტის ნაწილში.
„სწორედ ასეთი გამოფენები უწყობენ ხელს იმ პროცესს, რომ ჩვენმა მეწარმეებმა ძალიან მოკლე ვადაში დაამყარონ კონტაქტები და დაიწყონ სწრაფად თავიანთი პროდუქციის რეალიზება. დღეს სტენდზე, რომელიც სხვათაშორის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი სტენდია, წარმოდგენილია 120 ქართული კომპანია სხვადასხვა სექტორებით - ესაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა, მაღალი ტექნოლოგიები და ა.შ. სხვათაშორის, აქ წარმოდგენილნი არიან ასევე სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, როგორიც არის GITA, საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ვაჭრობის მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ტრანზიტი, მომსახურება, მსუბუქი მრეწველობა,სწრაფად განვიტარდება“ - აღნიშნა მინისტრმა.
უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს იმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი. გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გიორგი გახარიამ და ფუჯიანის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა გახსნეს.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.
საქართველოსთვის გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იქნება როგორც სამთავრობო პროგრამების განმახორციელებელი უწყებების, ასევე საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მიიღოს მისთვის საჭირო დეტალური ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებიც თავიანთ საექსპორტო პროდუქციას ფართო საზოგადოებას გააცნობენ და საშუალება ექნებათ მჭიდრო ბიზნეს კავშირები დაამყარონ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა