საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული კვარტალურიგაანგარიშების მიხედვით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2017 წლის პირველ
კვარტალში 5.1%, ხოლო მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა. შესაბამისად, 2017 წლისპირველნახევარშიწინაწლისშესაბამისპერიოდთანშედარებითქვეყნისეკონომიკა 4.9%-ითგაიზარდა.
კვარტალური კვლევის მიხედვით, დაზუსტებული მეორე კვარტლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ყოველთვიური შეფასებების მიხედვით გაანგარიშებულ ეკონომიკურ ზრდას.
კვარტალური კვლევა ინფორმაციის წყაროების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველთვიური ოპერატიული კვლევისაგან და იგი ეფუძნება როგორც საწარმოთა, ასევე შინამეურნეობების, ფასების, სოფლის მეურნეობის და დაუკვირვებადი ეკონომიკის სტატისტიკურ გამოკვლევას. შესაბამისად, იგიმოიცავს უფრო დეტალურ და სრულ ინფორმაციას,რამაც განაპირობა განსხვავება ყოველთვიური შეფასებისაგან.
2017 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მშენებლობის (1.5პპ), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (0.7პპ), ვაჭრობისა (0.6 პპ) და უძრავი ქონების სექტორებმაშეიტანეს (0.5პპ). რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდაკერძო სექტორის აქტივობის ზრდით არის განპირობებული,რაზეც ნათლად მიანიშნებს კერძო სექტორის აქტივობის შეფასებისათვის გამოყენებული ყველა მაჩვენებელი:2017 წლისმეორეკვარტალშიბიზნესსექტორისბრუნვა, წინაწელთანშედარებით 16.9%-ით, ხოლოსაწარმოთამიერგამოშვებულიპროდუქციისღირებულება 18.9%-ითარისგაზრდილი. ეკონომიკურიაქტივობისზრდამხელიშეუწყობიზნესსექტორშიდასაქმებისზრდასაცდა სექტორში დასაქმება გაიზარდა 5.0%-ით.
2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ- აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც.

















