logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა
11:52 16.09.2017
მსოფლიო ბანკი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, საქართველოში განხორციელებული რეფორმების აქტიური მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი მონაწილეა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პარტნიორობის 25 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით გაძლიერდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

„ამავე დროს, რეფორმებისთვის აუცილებელია მათი შემდგომი იმპლემენტაცია. ჩვენი ქვეყნის წარმატება სწორედ ისაა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, საბოლოო ჯამში, კონკრეტულ ნაბიჯებამდე, კონკრეტულ ქმედებებამდე მიგვყავს. ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკთან ერთად ბევრი გაკეთდა. მაგალითად, ბიუჯეტის მხარდამჭერი ბოლო ორი პროგრამის ფარგლებში მოხდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის ჩარჩოს მიღება, რაც მნიშვნელოვანი რეფორმაა საბიუჯეტო თანხების სწორად გადანაწილებისა და ეკონომიკაში ინვესტირებისთვის, ასევე, აღსანიშნავია მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ბიზნეს გარემოს შემდგომი სრულყოფა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის შექმნა, ექსპორტის, ბიზნესის ხელშეწყობა ინოვაციების კუთხით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა