logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა
16:01 15.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ჩერქეზიშვილმა აკადემიის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მან განაცხადა, აკადემიას აქვს ძალიან დიდი ისტორია, ინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და ახალი სიმულატორები, რომლებიც საშუალებას იძლევა, აკადემია ჩამოყალიბდეს რეგიონალური მასშტაბის უმაღლეს სასაწავლებლად.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შესაბამისად, მის მიერ გაცემული დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. 2012 წლიდან დღემდე საზღვაო აკადემიაში გატარებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გავლენა მოახდინა მისი რეიტინგის ამაღლებაზე. მაღალკვალიფიციური განათლება აკადემიის კურსადამთავრებულებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე. ის ფაქტი, რომ სასწავლებელს წელს არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა, იმის მაჩვენებელია, რომ პროფესია მეზღვაური დღითიდღე პოპულარული და მოთხოვნადი პროფესია ხდება. მოხარული ვარ, რომ ვხედავ, როგორ ვითარდება აკადემია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიუჯეტში, ქართველ მეზღვაურებს, წლიურად, დაახლოებით 150-180 მლნ. ლარის კონტრიბუცია შემოაქვთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მეზღვაურის პროფესიის უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აკადემიაში წელს გამოცხადებული 575 ვაკანტური ადგილი სრულად შეივსო, ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ნავიგაციისა და ლოჯისტიკის სპეციალობებზე დაფიქსირდა. ამასთან, აკადემია ოფიცრებთან ერთად, სასწავლებელთან არსებულ პროფესიული გადამზადების ცენტრში ერთწლიანი უფასო პროგრამის ფარგლებში, რიგით მეზღვაურებსაც ამზადებს.
აკადემიის კურსდამთავრებულთა საშუალო დასაქმების მაჩვენებელი 75 პროცენტია. ქართველი მეზღვაურები, ძირითადად, დასაქმებულნი არიან ევროპულ და აზიურ გემებზე.
საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესი ორი მიმართულებით ხორციელდება: ეს არის საზღვაო-საინჟინრო და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტები. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2200 სტუდენტი სწავლობს.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მოქმედებს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით. იგი წარმოადგენს საზღვაო ფლოტის სხვადასხვა დონის სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიცირების ცენტრს.
დღესვე აკადემიაში საზეიმოდ გაიხსნა „საკერუიზო ტურიზმში კომპეტენციათა რეგიონული ცენტრი,“ რომელიც ძირითადად სამი მიმართულებით იმუშავებს: განათლების, კონსალტინგისა და კვლევების კუთხით. კომპეტენციათა ცენტრის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს საქართველოში საკრუიზო ტურიზმისა და მომიჯნავე სხვა დარგების განვითარებას. ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებას რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მისი ეფექტიანი გამოყენება წარმოადგენს.
დღესვე დაგეგმილია რეგიონული სიმპოზიუმი თემაზე - „საკრუიზო ტურიზმი: მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში“, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების (გერმანიის, სლოვაკეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთის) და უკრაინის პროფესორ -მასწავლებლები მონაწილეობენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა