logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
14:42 15.09.2017
ბათუმში დღეს შავ ზღვაში ლურჯი ეკონომიკის /Blue economy/ განვითარების საკითხებზე კონფერენცია „რეგიონის ნაპირითა და საზღვაო თანამშრომლობით დაკავშირება“ გაიხსნა.
შავი ზღვის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა სიტყვით მიმართა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზღვაო სფეროს განვითარება, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს,როგორც გარემოს დაცვითს, ისე ეკონომიკურს. ამასთან, გიორგი ჩერქეზიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ზღვის რესურსების, მისი ეკონომიკური აქტივობის სწორი და ეფექტური გამოყენება.
კონფერენციაში შავი ზღვის ქვეყნების (მათ შორის ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის) მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ, გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, დარგის ექსპერტები და მეცნიერები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა საზღვაო ეკონომიკის ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ საკითხები იყო. აღსანიშნავია, რომ წინა სამი ღონისძიების (2014 წელს ბუქარესტში, 2015 წელს სოფიაში და 2016 წელს ოდესაში) წარმატებით ჩატარებით, კონფერენცია გადაიქცა ინსტიტუციურ და კერძო დაინტერესებულ პირთა მთავარ ფორუმად, რომლებიც მუშაობენ შავ ზღვასთან დაკავშირებულ საზღვაო საკითხებზე, მათ შორისაა: ლურჯი განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური ბიზნეს-გამოცდილებების გაზიარება, ნაპირთან დაკავშირებული ცოდნის გაზიარება და ნაპირის განვითარების ზრდა, საზღვაო საქმიანობებისა და პროფესიების მხარდაჭერა, საზღვაო პროექტების დასაფინანსებელი წყაროების იდენტიფიცირება და მათ განსახორციელებლად პარტნიორთა მოძიება და ა.შ.
კონფერენცია აგრეთვე განიხილავს 2016 წლის ოქტომბერში, ბუქარესტში მიღებული დეკლარაციის განხორციელებას, რომელიც შეეხება მდგრად თევზჭერას და განიხილავს კონკრეტულ ქმედებებს, რათა განხორციელდეს თევზჭერის რესურსების მდგრადობის გაუმჯობესება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა