პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს მსოფლიო
ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ბრიფინგი გამართა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია გაამტკიცოს მსოფლიო ბანკთან არსებული თანამშრომლობა და კვლავ გააძლიეროს მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმასთან. საქართველოს მთავრობის სურვილია გაამტკიცოს მსოფლიო ბანკთან არსებული თანამშრომლობა და კვლავ გააძლიეროს მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა, რომლებიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში მსოფლიო ბანკის ყველაზე ცნობადი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც დღესაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
პირველმა ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონული განვითარების მხრივ რეაბილიტირებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული უბანი, მასთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია.
„საქართველოს მასშტაბით შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივ გზების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარების მხრივ რეაბილიტირებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული უბანი, მასთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია, განხორციელდა კერძო სექტორის ხელშეწყობა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორც კახეთის ისე იმერეთის მასშტაბით. ანალოგიური პროექტი ასევე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში“- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ასევე ხორციელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ახალციხიდან ბათუმამდე, ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ბანკის მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ინოვაციური ჰაბებისა და ცენტრების ქსელის განვითარებას, საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/საოჯახო მეურნეობების მიერ ფართო მასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენების მხარდაჭერას.

















