logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი დასრულდა
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი დასრულდა
19:47 14.09.2017
სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა.
ფორუმის დახურვას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერის განცხადებით, 2017 წლის ფორუმი სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები“, ორიენტირებული იყო იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე და ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაზე.
„შევაჯამეთ ორდღიანი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მდიდარი გამოცდილება ჩამოიტანეს ჩვენმა პარტნიორებმა სხვადასხვა ქალაქებიდან. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც არა მხოლოდ გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში გამოიხატება. მათ შორის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის პროგრამა, რაც გულისხმობს ზოგადად მერიების და მერების როლს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებისთვის. ეს ინდიკატორები ყველამ გავითავისეთ, ყველამ მივიღეთ და ერთხმად შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საზოგადოება ჩვენს ქალაქებში ცხოვრობდეს უფრო მეტად კომფორტულად, უფრო უკეთეს და ჯანსაღ გარემოში და იყვნენ ეკონომიკურად უფრო უზრუნველყოფილნი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
წლევანდელი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი“, სესიების მრავალმხრივი თემატიკით გამოირჩეოდა. ფორუმში მონაწილეობდა ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.
გაიმართა 16 თემატური სესია შემდეგ თემებზე: ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, მდგრადი მომავალი, გონიერი გარემო, ენერგოეფექტურობა, მომავლის ქალაქები, მიზნები და ხედვა, საერთაშორისო ურთიერთობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა, ინვესტიციები ქალაქში, სამეწარმეო შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე, ტურიზმის განვითარება, ინოვაციური პოზიციონირება და ბრენდინგის სტრატეგიები, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა.

ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ წარდგენა გაიმართა. თბილისს მიენიჭა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა