logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს შეხვდა
10:39 14.09.2017
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა (DG NEAR), ქრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, კერძოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში აღმასრულებელი დირექტორი თომას მაიერ-ჰარტინგი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ სტუმრებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას უდევს საფუძვლად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის, საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის, ასევე, სხვადასხვა პროგრამისა და ინსტრუმენტის (Erasmus, TAIEX, TWINNING, SIGMA) მნიშვნელობას განათლების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, საჯარო უწყებების დაძმობილების, მართვისა და მმართველობის სისტემების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ სექტორულ საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებზე, როგორებიცაა ეკონომიკური მართვა და ანგარიშვალდებულება, განათლების სფეროში უნარების განვითარება და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა.
ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით (NIF) ხორციელდება ისეთ სფეროებში როგორებიცაა წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირი გეგმავს, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ლარში დაკრედიტებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის და ამავე დროს, ასევე მაგალითი - სხვა ანალოგიური პროექტების წამოსაწყებად.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს რომ ყველა ამ მიმართულებით სამომავლო პარტნიორობა ევროკავშირთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა