logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი: წინანდლის ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია
დიმიტრი ქუმსიშვილი: წინანდლის ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია
10:02 14.09.2017
წინანდალის მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩართულობის მაგალითია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს დიდი წარმატება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფესტივალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
ბრიფინგში ასევე მონაწილეობდნენ ფესტივალის ავტორები და ორგანიზატორები კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი და ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინანდლის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, მან უსურვა ფესტივალს წარმატება, საერთაშორისო აღიარება, ხოლო დამფუძნებლებს იმ შედეგის მიღწევა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფესტივალი სახელმწიფოსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. მისი ინფორმაციით, ფესტივალის თანადაფინანსება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოხდება.
„ჩვენ 2018 - 20 წლეებში გავმართავთ იმ მუსიკალურ ღონისძიებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად და კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მუსიკალური აკადემია 2019 წლიდან დაფუძნდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა