logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 სგპ „სარფში“ არსებული პრობლემების გამო, ფინანსთა სამინისტროში თურქეთის ელჩი იმყოფებოდა
სგპ „სარფში“ არსებული პრობლემების გამო, ფინანსთა სამინისტროში თურქეთის ელჩი იმყოფებოდა
09:58 14.09.2017
ფინანსთა სამინისტროში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, რამაც თურქეთის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება გამოიწვია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.
თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები თურქეთის მხარეს, ხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს ემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთი გასვლა, მეორე - შემოსვლა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი საბაჟო პუნქტია. შესაბამისად, ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების პუნქტში პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, უახლოესი დღეების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება.
„ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. ნებისმიერ მსურველს ინფორმაცია სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ (http://www.rs.ge/6183) საშუალებით შეუძლია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, სგპ სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლოთ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სხვა (სგპ კარწახი, ვალე) საბაჟო გამშვები პუნქტებით და თავიდან აიცილოთ გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები“- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა