logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
18:32 13.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოისმინა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდის მიმოხილვა წარმოადგინა და ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,4%-ს შეადგენს.ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა.
6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებშიც,სადაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10,9%-ით მეტია. როგორც მომხსენებელმა განმარტა, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზდა 4 283 814.2 ათასი ლარი. საგადასახადო შემოსავლების შესრულება შეადგენს 105, 1%. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 284 460.0 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხოლო, 8 თვის მდგომარეობით მიღებული სახსრები შეადგენს 208,8 მლნ ლარს. სხვა შემოსავლებში მობილიზებულია 258,9 მლნ. ლარი რაც წლიური გეგმის 67%-ს აღემატება.
წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 11 415 475.0 ათასი ლარით. 6 თვის მდგომარეობით გაწეული ხარჯი შეადგენს 5 326 569.4 ათას ლარს, რაც 6 თვის დაგეგმილი მაჩვენებლის 95.1%-ია.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის კომპეტენციის სფეროში შემავალ სამინისტროზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მაღალია. მომხსენებლის განცხადებით, რიგ სამინისტროებში შესრულება 100 %-ზე მაღალია. სწორედ ასეთი გამონაკლისია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სადაც შესრულების მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა.
სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯმა 584 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 260 მილიონი ლარით აღემატება.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, რეგიონების ფონდიდან პირველ ეტაპზე 165 მილიონი ლარი განაწილდა იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ იქნა ინიცირებული, "თუმცა ამ თანხის გარდა თვითმმართველობებისთვის წლის ბოლოს გამოთავისუფლდა გარკვეული თანხები, სპორტული და კულტურული ობიექტების დასაფინანსებლად.
აღნიშნული რესურსი ასევე მოხმარდა ამ პროექტების თანადაფინანსებას და შედეგად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტების გავლით 800 მილიონამდე ლარი დაიხარჯა,"-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა მხარჯავი ორგანიზაციების მიხედვით წარმოადგინა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 2 კვარტლის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და სამინისტროს ყველაზე მაღალ ისტორიულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.
მომხსენებლის განმარტებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები მიმდინარე წელს ძირითადად შემდეგი მიმართულებების მიხედვით განაწილდა:
• გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია-167,8 მლნ. ლარი
• საბავშვო ბაღების მშენებლობა- 18,9 მლნ. ლარი
• სპორტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია- 15,8 მლნ. ლარი
• წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცი-15,0 მლნ. ლარი
• კულტურის ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია- 4,2 მლნ. ლარი
• სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია-4,0 მლნ. ლარი
• მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცი-3,0 მლნ. ლარი
• დასვენების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია- 3,7 მლნ. ლარი
• სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები- 11 მლნ. ლარი
მიმდინარე წლის 8 თვის მდგომარეობით, 729 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთავრობის განკარგულებებითა და მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით განსაზღვრულის 245,7 მლნ. ლარი. შესრულებულია 140,4 მლნ. ლარის ღირებულების პროექტები.
მომხსენებლებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
"6 თვის მონაცემებით, საშემოსავლო ნაწილის ყველა მუხლი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ წლის ბოლოს, შემოსავლების ნაწილში დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრს გადავაჭარბებთ, რაც ძალიან სასიხარულოა. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 33%-ით, ხოლო, იმპორტი 8,8%-ით გაიზარდა, რაც ნამდვლად დადებითი მოვლენაა,"-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა და მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრს, იმისთვის, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტებისთვის ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მიეცა.
"საერთო ჯამში რეგიონებში თვითმმართველობების ბიუჯეტის გავლით 800 მილიონი იხარჯება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს რეგიონული განვითარებაა, მეტი ურბანული ცენტრისა და ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონებში, რომ შევაჩეროთ რეგიონიდან მსხვილ ქალაქებში მიგრაცია,"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში|" ცნობად მიიღო.
დეპუტატებმა დღესვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს სარატიფიკაციო დოკუმენტებს , რომლებიც კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
 "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი"
 "2016 წლის 11 მაისით დათარიღებული "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსის პროექტი)" N1 ცვლილების შეთანხმება"
 "2010 წლის 28 დეკემბრის "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს საპორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო-ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი)" N2 ცვლილება
 "2011 წლის 1 დეკემბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა -პროექტი 2)" N3 ცვლილების", 2013 წლის 19 დეკემბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" N1 ცვლილების" და "2015 წლის 5 თებერვლის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)" N2 ცვლილების" წერილ-შეთანხმება
 "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)
 "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)"
 "საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)"
 "საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)
 "2013 წლის 19 დეკემბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3) " N2 ცვლილების რატიფიცირების თაობაზე"
 "2014 წლის 13 მაისის "საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის" ცვლილების წერილი-შეთანხმება"
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ" პირველი მოსმენით განხილვისთვის ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა, მაია კუპრავამ წარუდგინა.
30 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებულია ცვლილებები, პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, პარტიულ სიაში ყველა მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. ცესკოს კი ენიჭება უფლებამოსილება, ამ წესის არ დაცვის შემთხვევაში, პარტიის რეგისტრაციაზე განაცხადს ხარვეზი დაადოს, ხოლო, ხარვეზის არ გამოსწორების შემთხვევაში, რეგისტრაციაზე უარი უთხრას. გარდა ამისა, თუ საკრებულოს ან პარლამენტის წევრი უარს იტყვის საკუთარ მანდატზე, ან სხვაგვარად შეწყდება მისი უფლებამოსილება, ის უნდა ჩანაცვლდეს, სიაში მომდევნო, იმავე სქესის წარმომადგენლით, ხოლო თუ სიაში მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი არ არსებობს, მაშინ მანდატი უნდა გაუქმდეს.
"იმედი მაქვს პრინციპებისა და აქცენტების დონეზე ჩვენი კომიტეტი ერთსულოვანი იქნება. ეს ძალიან კარგი საშუალებაა ქალებისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ წარმოაჩინონ. ჩვენ უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც 2024 წლიდან განსაზღვრულია მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც დღეს პარლამენტში ქალთა რაოდენობას ასახავს, გაიზრდება, მით უფრო, თუ დაკომპლექტება და იმ ტენდენციით გაგრძელდება, რომელიც დღეისათვის უკვე არსებობს. შესაბამისად, ქალთა მონაწილეობა ზოგადად, არჩევით ორგანოებში იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე დღეს არის"-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხდომის წამყვანმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საკითხის ირგვლივ მსჯელობა გაიმართა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს. მომხსენებელმა კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხა.
უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კვოტირების საკითხს გენდერულ საბჭოს წევრთა სრული უმრავლესობის და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა აქვს. "ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გვქონდეს გარკვეული გარღვევა და დავდოთ გარანტია, რომ ქალები პოლიტიკაში არიან და მათი პოლიტიკაში ყოფნა კაცების კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ არის,"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატორებს მიმართა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის გარეთ მყოფ პოლიტიკურ პარტიათა პოზიციები წარმოედგინათ. "პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური სპექტრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ თავიანთი შემადგენლობის შერჩევის შანსი უნდა მიეცეთ და ხელი უნდა შევუწყოთ მათ განვითარებასაც"-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კომიტეტის წევრები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნასაც გაეცნენ.
• კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ პარტიული სიები უნდა დაკომპლექტდეს ისე, რომ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. კანონპროექტის ესჩანაწერი, ძალაში შესვლის შემთხვევაში, აზრს უკარგავს, საქართველოს ორგანული კანონის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" 30-ე მუხლის 71 პუნქტს, რომლის თანახმადაც,პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსების 30 % დანამატს, თუ კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ეყოლება სულმცირე 30 %-ით.
• კანონპროექტის თანხმად, პარტიული სიით არჩეული, გამოკლებული კანდიდატის ნაცვლად, მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე, სიაში მომდევნო, იმავე სქესის კანდიდატი. თუ ისთანხმობას არ განაცხადებს მაშინ მისი მომდევნო, იმავე სქესის კანდიდატი და ა.შ. თუკი სიაში იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. კომიტეტის აზრით, უმჯობესი იქნება, თუსიაში აღარ არის იმავე სქესის კანდიდატი, უფლებამონაცვლედ შევიდეს საპირისპირო სქესის კანდიდატი და მანდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდეს, თუკი სიაში კანდიდატი საერთოდაღარ იქნება დარჩენილი.
• კომიტეტს მიაჩნია რომ, გენდერული კვოტირების მსგავსი მოდელის დაწესებისას, საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში, რთული იქნება ადგილმონაცვლეობის პროცესის განხორციელება.
• კომიტეტი მიიჩნევს რომ კანონპროექტის ფორმულირება, პარტიული სიები დაკომპლექტდეს ისე, რომ სიაში ყველა მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, საჭიროებს გადამუშავებას, რათა მივიღოთ ქვოტირების უფრო მოქნილი სისტემა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ" წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, პრინციპების დონეზე მხარი ერთხმად დაუჭირა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, დღესვე, კომიტეტის ანგარიში (2016 წლის ნოემბერი - 2017 წლის სექტემბერი) გაწეული საქმიანობის შესახებ ცნობად მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა