logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საფრანგეთში ქართველმა მეღვინემ კორსიკელთან ერთად ქართული ჯიშის ვაზი გააშენა
საფრანგეთში ქართველმა მეღვინემ კორსიკელთან ერთად ქართული ჯიშის ვაზი გააშენა
16:18 13.09.2017
საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი - მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.
ილია კახოიძის განცხადებით, ყველა საჭირო ატრიბუტი საქართველოდან ჩაიტანა.
„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“ - აცხადებს ილია კახოიძე.
ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მიიღო.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, - აცხადებს გიორგი ჩხეიძე.
როგორც ილია კახოიძე აღნიშნავს, ქართული ღვინის საფრანგეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს როგორც ქართული ქარვისფერი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა