logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სოლიდარობის ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა
14:42 13.09.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ონფორმაციით, დოკუმენტს ხელი საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახური თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად, ხელფასიდან გარკვეული თანხის მობილიზებას და საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადარიცხვას უზრუნველყოფს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს სოლიდარობის ფონდი ნამდვილად მნიშვნელოვან და კეთილ საქმეს აკეთებს. საგამოძიებო სამსახური სიამოვნებით უერთდება საქველმოქმედო პროექტს, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ საგამოძიებო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურის თანამშრომლებს ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
პრეზენტაციაზე სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ აღნიშნა, რომ ფონდმა, დაარსებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების, 72 ორგანიზაციის, მათ შორის 58 კერძო კომპანიის მხარდაჭერით, 11 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება და სიმსივნით დაავადებული 427 ბავშვისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება დაამტკიცა. მათ შორის 173 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 254 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, საფრანგეთის და აშშ-ს კლინიკებში.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე საქართველოში ონკოლოგიური დაავადების მქონე არცერთი ბავშვი და ახალგაზრდა უსახსრობის გამო არ დაღუპულა. ეს ისტორიული შედეგია, რომელიც ათიათასობით მოქალაქის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და ამ შედეგის შენარჩუნებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მხარდაჭერა.
პრეზენტაციას ესწრებოდა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი, რომელმაც ფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფონდმა შეძლო სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები კეთილი საქმის ირგვლივ გაეერთიანებინა, რასაც ნამდვილად მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან პროცესში და შეიტანენ საკუთარ წვლილს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის საჭირო თანხების მობილიზებაში.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა