საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს „წინანდლის
ფესტივალთან“ დაკავშირებით დაგეგმილ პრესკონფერენციას დაესწრება.
ფინანსთა სამინისტროს პრსსამსახურის ინფორმაციით, „წინანდლის ფესტივალის“ იდეის ავტორები და ორგანიზატორები არიან: კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი, მარტინ ენგსტრომი, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი და წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი. ფესტივალის დირექტორია დავით საყვარელიძე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის მასშტაბური ფესტივალის დაარსების შესახებ, „სილქ როუდ ჯგუფსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებულია მემორანდუმი.
პრესკონფერენცია „რედისონ ბლუ ივერიაში“ 16:00 საათზე გაიმართება.

















