მიმდინარე წლის 11-22 სექტემბერს ქ. ვარშავაში იმართება ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში
ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა(HDIM).
შეხვედრის ფარგლებში, მთელ რიგ თემებთან ერთად, განიხილება ეუთო-ს წევრ სახელმწიფოების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ისეთი ვალდებულებების შესრულება, როგორიც არის კანონის უზენაესობა, დემოკრატიული არჩევნები, ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები, თავისუფალი გადაადგილება და ა.შ.
ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების დელეგაციები, ეუთო-ს ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წარმოდგენილია საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, ისიც რომ HDIM-ის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, იგეგმება პარალელური ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე - "Vოტინგ რიგჰტს ოფ პერსონს წიტჰ დისაბილიტიეს". ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული მხარის წარმომადგენლები, ასევე ეუთო-ს სახელმწიფოების დელეგაციები და საერთაშორისო ექსპერტები.

















