logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
15:59 12.09.2017
თბილისის მერი, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ბამბანგ სუსანტონოს შეხვდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი თბილისში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს შეეხო. კერძოდ მიმოიხილეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ასევე თბილისის მერის განცხადებით, სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა ახალი მეტრო სადგური.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე, რომელიც თბილისში ADB-ის მხარდაჭერით იმართება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან. აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ , ჩვენი საჭიროებები დავაფიქსიროთ და ამ ყველაფრის პრეზენტაცია გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლის გარეშეც ეს კონფერენცია ასეთი მაღალი ხარისხის ვერ იქნებოდა“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ბამბანგ სუსანტონო თბილისში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ის მონაწილეობას კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს.
„აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება თბილისში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ასევე აშენდა და სრულდება ახალი მეტრო სადგური ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. ასევე გაკეთდა თბილისის ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და ბევრი სხვა მიმართულებით ვმუშაობთ.
ასევე კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან და აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ ჩვენი საჭიროებები დავაფიქსირო, გავაკეთოთ ამ ყველაფრის პრეზენტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება ხვალ და ზეგ, რათა ბევრი სხვადასხვა ქალაქების დაგროვილი გამოცდილება გავიზიაროთ ვნახოთ და აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლიც გარეშეც ეს კონფერენცია ესეთი მაღალხარისხიანი ვერ იქნებოდა“- აცხადებენ მერიაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა