logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: Moody’s-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ქვეყანაში ლოგიკურად ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება უნდა მოყვეს
ნინო ჯავახაძე: Moody’s-ის რეიტინგის გაუმჯობესებას ქვეყანაში ლოგიკურად ინვესტიციებისა და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება უნდა მოყვეს
13:56 12.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება ინვესტორებისთვის აშკარა ნიაშანია იმისა, რომ აქ მდგომარეობა უმჯობესდება.
მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე.
„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება არის აშკარა სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა უმჯობესდება და ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციების და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება.
2017 წლის 11 სექტემბერს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა 1 საფეხურით BA3-დან BA2-ზე, ხოლო პერსპექტივა დატოვა სტაბილურად. ეს არის რეიტინგის გაუმჯობესების პირველი შემთხვევა 2010 წლიდან, ბოლოს ეს იყო 2010 წლის ოქტომბერში. რეიტინგის გაუმჯობესებისას სარეიტინგო სააგენტო აფასებს ეკონომიკის სტრუქტურას, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, იმ საფრთხეებს და შესაძლებლობებს, რაც არსებობს, ასევე საჯარო ფინანსების მართვას, ვალის მართვას და სხვა ფაქტორებს, ყველაფერს, რასაც შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს ქვეყნის უნარზე, რომ მოემსახუროს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.
მისი განცხადებით, რეიტინგის შედგენისას სარეიტინგო კომპანიამ გაითვალისწინა საქართველოს მიერ 2014-2016 წლებში ნეგატიური საგარეო ფაქტორების შედეგად დადებითი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ზოგადად ის ფაქტი, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა ამ საგარეო შოკებს.
„ასევე გათვალისწინებულია საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და ის ფაქტი, რომ შემდეგი წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკა და პრაქტიკა დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს, რაც ესეც დადებითად არის შეფასებული. ასევე განსაკუთრებით ხაზგასმულია სტრუქტურული რეფორმები, მათი პერსპექტივა და მათი გავლენა მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის ნახსენებია საპენსიო რეფორმაც“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა