logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GEOIGF 2017 მასპინძლობს
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GEOIGF 2017 მასპინძლობს
12:21 12.09.2017
თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმი - IGF 2017 ოფიციალურად გაიხსნა.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მიმართა.
„ინტერნეტის გარეშე პრაქტიკულად ჩვენი ყოფა შეუძლებელია და ამას თან მთელი რიგი საკითხები ახლავს, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას, ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავებას და განვითარებას. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა. არის უამრავი საკითხი, რომელიც დღევანდელ ფორუმზე განიხილება და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე უცხოელი სტუმრებისთვის“- განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს ფორუმი ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტრეგისტრატორის (RIPE NCC), ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ტარდება.
ფორუმის ძირითადი საკითხებია: საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.
საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი - Georgian Internet Governance Forum (GeoIGF) გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილ ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ გაერთიანებას წარმოადგენს. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.
ფორუმის ორგანიზატორი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა სეთურის განცხადებით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს გეგმები ამ მიმართულებით. „ პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტში, იგივე საავტორო უფლებების დაცვა, კონკურენციის რეგულირების საკითხები ინტერნეტთან დაკავშირებით ანუ ყველა ის საკითხები, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველოს ინტერნეტრეალობისთვის, მაქსიმალურად წარმოდგენილია ერთ დღის წესრიგში“ - აღნიშნა უჩა სეთურმა.
თბილისში მიმდინარე ინტერნეტმმაერთველობის ფორუმში საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-იც მონაწილეობს. ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სწორედ ISOC-ის კონტრიბუციით შესაძლებელი თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულება.
,,ჩვენ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი უკვე დავუკავშირეთ ინტერნეტს. ჩვენ შეგვიძლია ეს მიღწევა აღვნიშნოთ. ახლა დანარჩენი მსოფლიოს ინტერნეტთთან დაკავშირების მოთხოვნილება უფრო დიდია. რადგან სამუშოების ნახევარზე მეტი უკვე გაკეტებულია. ინტერნეტი არის ნებისმიერი ადამიანის საქმიანობის ნაწილია. ამიტომ, ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ინტერნეთთან, კარგავენ ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას კარგავენ. რათა მიიღონ განათლება, ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვა, მიიღონ ზოგადი ინფორმაცია, აკეთონ ბიზნესი და სხვა,-‘’ The Internet Society (ISOC)-ის ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ეჩებერიამ.
ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი ორგანო, კერძო სექტორი და სატელეკომუნიკაციო კომპანიები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა