logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია
10:51 12.09.2017
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდა.
პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
„ქვეყნის ინტერნეტიზაცია მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით რეგიონებში, შესაბამისად, თუშეთის ინტერნეტით უზრუნველყოფა იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ამ პროექტში ბევრი სხვადასხვა მხარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ამერიკაში დაფუძნებული არაკომერციული ფონდი ISOC, რომელმაც პირდაპირი კონტრიბუცია განახორციელა ამ პროექტისთვის და ასევე „თუშეთის განვითარების ფონდი,“ რომელიც ინტერნეტიზაციის გარდა, ამ მხარეში კიდევ ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს. თუშეთში უკვე გვაქვს მაღალხარისხიანი, სწრაფი ინტერნეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკმაოდ ჩაკეტილი რეგიონის სოციალურ-კულტურულ განვითარებას, ასევე აჩვენებს ხარისხს, განწყობას და დამოკიდებულებას იმ ტურისტებისადმი, რომლებიც თუშეთს სტუმრობენ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნეს-ოპერატორებს შეხვდა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ განახორციელა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. „გვყავს 29 ბენეფიციარი, რომელმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.
„ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც 7 თვის განმავლობაში თუშეთი ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს. 40 ბენეფიციარი ყავს უკვე პროექტს, ესენი არიან ძირითადად ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები, რომელთაც საშუალება ექნებათ ინტერნეტის საშუალებით მოიზიდონ ტურისტები თუშეთში. მთავრობას აქვს ძალიან ამბიციური და თანმიმდევრული გეგმა თუშეთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინტერნეტიზაციაა“ – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროექტის საერთო ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა