logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაციას შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დელეგაციას შეხვდა
16:08 11.09.2017
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმართან კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილა.
შეხვედრას ასევე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორპორაციის საქართველოსთან თანამშრომლობის მეორე კომპაქტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერის მიზნით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნა გრანტი 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით .
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ განათლების მიმართულებაზე. აღინიშნა ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და MCC-ს შორის, მათ შორის, განათლების სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან მომავალშიც გაგრძელდება.
მეორე კომპაქტის ძირითადი მიმართულებებია:
ზოგადი განათლება: ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტრენინგების და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება.
პროფესიული განათლება: ადგილობრივი ეკონომიკისათვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდების უზრუნველყოფა.
უმაღლესი განათლება: მეორე კომპაქტის ფარგლებში მოხდება მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებში (STEM). აღნიშნული პროექტი გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას კონსორციუმის ფარგლებში და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების პროგრამების განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა