logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47.92%-ით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 47.92%-ით გაიზარდა
18:52 08.09.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად 2 703 117 მგზავრი გადაიყვანა, რაც 47.92%-ით (875 724 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 827 393 მგზავრი).


მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
• მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 620 682 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 071 720 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 451 038 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 42.78% შეადგინა;
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 82.59%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 8 თვეში აეროპორტი 154 966 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 282 945 მგზავრი შეადგინა, რაც 127 979 ერთეულით მეტია;
• გასული თვეების განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 342 264 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 56.36% ით (123 366 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (218 898 მგზავრი).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში 4 933 მგზავრს მოემსახურა, 98.03%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 8 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (2 491). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 255 მგზავრს მოემსახურა.

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 859-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება:

სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობაა სულ 13 708, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 11 388, ხოლო ჩარტერების - 2 320. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 39.18%-ს შეადგენს.

15.00%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 8 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 83 196, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 95 677 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 23 182. 669 ტონა შეადგინა, რაც 4 060.25 ტონით, შესაბამისად, 21.23%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა