logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ვროცლავის მიმართულებით ფრენების განახორციელებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ვროცლავის მიმართულებით ფრენების განახორციელებს
12:25 08.09.2017
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა.

ავიარეისები შესრულდება 2018 წლის 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე: www.wizzair.com ფასები 79.99 ლარიდან.

„ვიზეარის“ აღნიშნული დაბალბიუჯეტური ავიარეისი ორი ქვეყნის დამაკავშირებელი უკვე მესამე მიმართულებაა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.



ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად ზრუნავს თავისი სამარშრუტო ქსელის გაფართოვებაზე, რათა ქართველ მომხმარებელს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის არჩევანი შესთავაზოს. შარშან ქუთაისი „ვიზეარის“ 25-ე ბაზა გახდა A320 ტიპის ბაზირებული საჰაერო ხომალდით, რისთვისაც 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 36 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირების გაფართოვების შედეგად, „ვიზეარმა“ წელს 205,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 198%-იანი ზრდაა.


„ვიზეარის“ დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს სთავაზობს 12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას 8 ქვეყანაში. ამ მიმართულებებით ბილეთების შეძენა შეიძლება ავიაკომპანიის საიტზე wizzair.com ან უფასო მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ფასები 49.99 ლარიდან იწყება. ავიაკომპანიის მგზავრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამაკავშირებელი მიმართულებები „ვიზეარის“ ავიაქსელის 42 ქვეყნის 143 მიმართულებაზე.

ავიაკომპანია ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 85 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 550 მიმართულებით 28 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 43 ქვეყნის 142 ქალქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 3,300 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც ვიზეარი 2017 წლის 31 მარტის ფინანსური შედეგების მონაცემებით 23,8 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია ვიზეარი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა