logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია
დიმიტრი ქუმსიშვილი: სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონია
15:28 07.09.2017
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ხაზინის მხრიდან კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებს მთლიანი ფულის მოწოდებაზე ზეგავლენა არ ჰქონდა.

ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც მისი უწყების, სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების საკითხზე ისაუბრა.


„პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია - ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმავე მოცულობის თანხით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობას.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ლარიზაციისათვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ფულადი სახსრების მართვასთან დაკავშირებით, გამოწვეული იყო სწორედ ახალი ლიკვიდური ინსტრუმენტის გაჩენით და ლარის მასის მიწოდებით, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა მოხვდეს ჩვენს მოსახლეობასთან, კონკრეტულად იმ კომპანიებთან, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში ესაჭიროებათ სესხი, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს“ - ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, პირველი 8 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საგადასახდელო ბალანსის კუთხით.


„ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად უცხოური ვალუტის შემოდინება 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, 15-20 აგვისტოს პერიოდიდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას და რომელმაც უკვე გადაიარა“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა