logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცოტნე ყავლაშვილი: ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს
ცოტნე ყავლაშვილი: ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს
20:35 06.09.2017
სპეკულაციები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ფულადი სახსრების მართვის ეფექტიანობის ზრდისთვის განხორციელებულ წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, მას ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ლარის მიწოდების საკითხში ზიარჭურჭლის პრინციპი მოქმედებს. „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ლიკვიდობის მიწოდება ბაზრისთვის, ანუ ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში, პირდაპირ პროპორციულად შემცირდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა. ეს ბუნებრივია, რადგან ეს ორივე ინსტრუმენტი ლარის მიწოდების კუთხით თანაბარწონადია.
ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულის განთავსება დეპოზიტების სახით კომერციულ ბანკებში 2017 წლის ივლისიდან ხორციელდება და ამ დროისათვის, ბაზარს მიეწოდა 450 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით. „თვალი რომ გადავავლოთ რეფინანსირების სესხების გაცემის სტატისტიკას, ვნახავთ 400 მილიონიან შემცირებას. ასევე მცდარია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ რესურსს ბანკები აშშ დოლარის საყიდლად იყენებენ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ბანკებს სავალუტო პოზიცია ეხსნებათ, რაც ეროვნული ბანკის შესაბამის რეგულაციებს ეწინაარმდეგება,“ - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მათ შორის, მშპ-ს 4.4 პროცენტიან ზრდაზე, რომელიც 2017 წლის 7 თვეში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, წარმატებით სრულდება საგადასახადო შემოსავლები. „ჩვენ 2017 წელი დავგეგმეთ საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის 750-მილიონიანი მატებით და ზრდამ მხოლოდ პირველ 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 718 მლნ ლარი შეადგინა. მეტიც, საპროგნოზო მაჩვენებელს ჩვენ 240 მლნ ლარით გადავაჭარბეთ. ასევე მნიშვნელოვანია მიღწევები ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. ამ მაჩვენებლების მატება წინა წლის პარამეტრის მიმართ 28-28 პროცენტი შეადგინა. 23 პროცენტით მეტი მივიღეთ ფულადი გზავნილებიდან. ამდენად, დღეის მდგომარეობით არსებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს,“ - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
„ჩვენი ეკონომიკური წარმატების შესახებ ხაზგასმით აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური მენეჯმენტი არის წარმატებული, საქართველო კი - გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ფლაგმანი ქვეყანა“-დასძინა ყავლაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა