logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის მე-4 ფორუმს დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი თხილის მე-4 ფორუმს დაესწრო
18:38 06.09.2017
თხილის სექტორში არსებულ ვითარებასა და დარგის წინაშე მდგარ გამოწვევებზე იმსჯელეს თხილის მე-4 ფორუმზე, რომელიც თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მეთხილეობის განვითარების მნიშვნელობა და ის დიდი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც დარგს გააჩნია. ლევან დავითაშვილმა იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც მეთხილეობის დარგი წელს დგას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფომ ამერიკელი პარტნიორების, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (ღEAP) მხარდაჭერით, ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გაატარა.
"მავნებელთან ბრძოლის პირველ ეტაპზე სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში 53 ათასი ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა. მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და სახელმწიფო მუშაობს კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, იმისათვის რომ მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შემცირდეს. ამასთან უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და ქიმიურ პრეპარატებთან ერთად მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება. თუმცა გარდა აზიური ფაროსანასი, უხვი ნალექებით გამოწვეულმა კლიმატურმა გარემომ ხელი შეუწყო თხილის სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმების გაჩენას. სახელმწიფოს ჩარევით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ბრძოლის მეთოდოლოგია შეიმუშავეს და სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ფერმერებს.
თხილის ფორუმზე ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად მიმდინარე წლის შედეგები შევაჯამოთ. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე და ბოლო ორი წელია ნედლეულთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული პრობლემებია. შესაბამისად ის, რომ თხილის ინდუსტრია იზრდება ეს რა თქმა უნდა ეფუძნება ხარისხიან სანედლეულო ბაზას და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ფორუმზე. ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო პროექტებზე, თხილის ინდუსტრიაში ქართული თხილის პერსპექტივებზე, იმ ცვლილებებზე რომელიც თხილის ინდუსტრიის რეგულაციის კუთხით განხორციელდა",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დარგის განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მეთხილეობის განვითარების, მოსავლიანობის გაზრდის და მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად სახელმწიფომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაშენდა 531 ჰექტარი ახალი ბაღები (სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში),მიღებულია თხილის ტექნიკური რეგლამენტი, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დარგობრივი ასოციაციების წევრებმა, ფერმერებმა, ყურადღება გაამახვილეს ინფორმირებულობის გაზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების აუცილებლობაზე.
თხილის ფორუმს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPჩ) გენერალური მდივანი ჯინგუენ შია და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი, ფერმერები, დარგობრივი ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (ღEAP) წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (ღEAP) და UშAID/ G-HIP მხარდაჭერით ჩატარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა