მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება
, რომელშიც მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
დაგეგმილი ფორუმის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც მინიტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბიზნესფორუმში მონაწილეობას აგრო-სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.
ფორუმის მოსამზადებელი ღონისძიებების განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს ფორუმზე ჩვენს ქვეყანაში არსებული პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებების წარმოჩენას, რაც საქართველოში ახალი ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

















