ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა
ჩაკრაბარტიმ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ფინანსთა სამინისტროს და ცენტრალურ ბანკს ფანტასტიკური შედეგები აქვთ.
„საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს მიერ განსაკუთრებით ბოლო წლებში ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე მთლიანად მთავრობის წვრილი. ეს ფანტასტიკური შედეგია“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
ჩაკრაბარტიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში მესამედ იმყოფება, რაც იმის დადასტურებაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ და სტრატეგიულმა პარტნიორობამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.
„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა თქვენს ქვეყანას გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს - იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომლებთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.

















