სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში საწარმო „უნიფარმში“ რძის პროდუქტების წარმოების პროცესს
გაეცნო და აგროტურის მონაწილე ფერმერებს შეხვდა.
მინისტრი მცირე და საშუალო ფერმერებს აგრარულ სფეროში დანერგილ სიახლეებზე ესაუბრა.
„აგროტურის ფარგლებში მოვედით ფერმერთან, რომელსაც აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, სახელმწიფომ მას 200 ჰა მიწა მიყიდა, სადაც შეძლო თანამედროვე ფერმის მოწყობა და მისი პროდუქცია მთლიანად გაყიდვადია“- აღნიშნა გოროზიამ.
„უნიფარმი“ მესაქონლეობის ფერმიდან მიღებულ პროდუქტებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

















