logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4 % შეადგინა
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4 % შეადგინა
13:45 05.09.2017
ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის, ივლისის თვეში 3,8% შეადგინა, ხოლო 7 თვეში წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
• მშენებლობა - ზრდა 11.7%;
• სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 16.4%;
• ვაჭრობა - ზრდა 4.8%.


,,საქართველოს მთავრობამ 2017 წელს 4 %-ი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა. ჯერ-ჯერობით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს პოზიტიური ტენდენეცია შენარჩუნდება და ჩვენ გავალთ უფრო მაღალ შედეგზე ვიდრე დაგეგმილი იყო, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის და განვითარების მთავარი წარმმართველი და სამუშაო ადგილების შემქმნელი არის კერძო სექტორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური მაჩვენებლები რაც თავად კერძო სექტორში გვაქვს.
კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა, ხოლო სექტორის გამოშვება - 18.9%-ით.
,,ზრდა არის კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებითაც. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5.0%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.0%-ით გაიზარდა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13.2%-ით არის გაზრდილი და 1 106.9 ლარს შეადგენს“ -აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.


 საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 14%); ხელოვნება, გართობა, დასვენების (ზრდა 39%), დამამუშავებელი მრეწველობის (19%), მშენებლობის (21%) და ენერგეტიკის სექტორებმა (21%) შეიტანეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანდათანობით საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია, რისი მაჩვენებელიც ის არის, რომ დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულების წილი იზრდება, ხოლო თვითდასაქმებულების წილი შესაბამისად ნელ-ნელა იკლებს, რაც ასევე პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია.
,,ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტზე,-‘’ განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
კერძოდ, 2017 წლის 7 თვეში ექსპორტის ზრდამ 28,9% შეადგინა. გაზრდილია შემდეგი პროდუქტების ექსპორტი:
o სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 21%-ით;
o ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით;
o ღვინის ექსპორტი 38%-ით;
o სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით;
o სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა