კომპანია “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს
ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.
შესაბამისად, დღეს, 12 საათზე “ეკოს” პირველი პილოტური ავტოგასამართი სადგური თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიხსნება.
„ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი და საბერძნეთის პეტროლიუმის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















