ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის II კვარტალში, გასული წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,9%-ით გაიზარდა და 16,6 მილიარდი ლარი შეადგინა.საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 8,9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 18,9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს:
მიმდინარე წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 42,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 22,6% - საშუალო, ხოლო 34,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,5%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,9%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის II კვარტლის განმავლობაში 11,7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 7.1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,7 %-ით მეტი). 2017 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631,3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ს კვარტლების მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,5% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,0% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 598,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6,0%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 1996,6 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი). 2017 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106,9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 128.8 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 816,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 88,8 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1196.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1304.8 ლარი, მცირე ბიზნესი – 892.2 ლარი
2017 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,9% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 12,4%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 10,1%- იანი წილით და ხელოვნება, გართობა და დასვენება 7,8%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყოება 6.3%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3.7%- იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,9% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
მიმდინარე წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (21,7%) დამამუშავებელი მრეწველობის დარგზე ნაწილდება. მეორე და მესამე ადგილებს იკავებს მშენებლობა (20,9%) და ვაჭრობა (16,9%). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,2%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31,3 პროცენტიანი წილი უჭირავს:
მიმდინარე წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,0%, 13,7% და 10,9% -იანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (10.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,2%).
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 71.1%, აჭარის ა.რ. – 7.9%, ქვემო ქართლი – 5.7%, იმერეთი – 4.7%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.0% რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 66.5%, აჭარის ა.რ. – 8.7%, ქვემო ქართლი – 7.2%,იმერეთი – 5.1%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 64.6%, აჭარის ა.რ. – 9.1%, იმერეთი – 7.0%, ქვემო ქართლი – 5.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0%.
1. სტატისტიკურმა გამოკვლევამ არ მოიცვა: საქმიანობის სექტორები K, O, T, U 52.62.2 (საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე) 3. გამოკვლეული საწარმოები კლასიფიცირდებიან: ძირითადი საქმიანობის შესაბამისად, ფაქტიური მისამართის შესაბამისად. 4. ადგილობრივი საქმიანობის სახის ერთეულის, როგორც სტატისტიკური ერთეულის შემოღებამდე ქ. თბილისში ჩართულია რამოდენიმე მსხვილი საწარმო: 1. შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2. შპს „საქართველოს ფოსტა“ 3. შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 4. სს „სილქნეტი“ 5. შპს „საქართველოს რკინიგზა“ 6. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 7. სს „საქენერგორემონტი“ 8. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ და ა. შ. რელიზში გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობის სახეების შემდეგი კლასიფიკაცია: ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკაცია (ეფუძნება ევროპულ სტანდარტს NACE rev.2) სექციების დასახელებები

















