ტექნოპარკში დღეს 09:00 საათზე ქართულ-გერმანული სტარტაპ ფორუმი გაიმართება.
ღონისძიება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, გერმანიის საელჩოს და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მთავარი მიზანი ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა.

















