logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სათბურების რაოდენობა გაორმაგდა
ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სათბურების რაოდენობა გაორმაგდა
17:11 01.09.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქართველ მეწარმეებში პრიორიტეტები შეიცვალა და მათთვის უფრო ღირებული შემოსავლების ოპტიმიზაცია გახდა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლები სოფლის მეურნეობისათვის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. შეიცვალა ძირითადი ტენდენცია. კერძოდ, თუ ადრე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები ტრადიციული კულტურების თესვაზე აკეთებდნენ არჩევანს, იმის მიუხედავად შეესაბამებოდა თუ არა მიწის თვისებები დათესილ კულტურას, ბოლო წლებში მათი მიდგომა შეიცვალა და ფერმერებმა შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით კულტურების ჩანაცვლება დაიწყეს.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება უფრო მომგებიანი პოზიცია ხდება ფერმერებისათვის, ამისთვის ჩვენს ქვეყანაში კლიმატური პირობებიც ხელსაყრელია. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური ხელშეწყობა უფრო გრძელვადიან და მდგრადი განვითარებისკენ წარიმართა, რასაც მრავალწლიანი ბაღების გაშენება წარმოადგენს. ამის მაგალითია პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში 4 000 ჰექტრამდე ინტენსიური ტიპის ბაღები გაშენდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გაიზარდა დაინტერესება სასათბურე ტექნოლოგიების მიმართულებით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე თითქმის გაორმაგდა სათბურების რაოდენობა.

აღსანიშნავია, რომ 2013-2016 წლებში მიმდინარეობდა მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, რაც პირდაპირ იყო მიმართული მიწის დამუშავებისაკენ და ბუნებრივია ნათესი ფართობების შედარებით მაღალ მაჩვენებელს იწვევდა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდირების სისტემა ყოველწლიურად კლებად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა, ხოლო 2017 წელს აღნიშნული პროგრამა აღარ განხორციელებულა და შესაბამისად მიმდინარე წელსაც ფართობების შემცირების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ეს ფაქტორიც არის.

ასევე მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი სათესლე მასალა, მაღალი ხარისხის სასუქი და პესტიციდები, რაც უფრო ძვირია ფერმერისათვის. მაგრამ მაღალი მოსავლიანობა უფრო მომგებიანია, ვიდრე უფრო მეტ ფართობზე მოყვანილი დაბალი მოსავლიანობა.

მაგალითად, ხორბლის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად 2 ტონაზე ნაკლები იყო, 2015 და 2016 წლებისათვის კი 2.6 ტონას შეადგენდა, ასევე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი მიმდინარე წლისათვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევის მონაცემებით წელს მოსავალი 3 ტონამდე მიაღწევს“-აცხადებენ სამინისტროში.
სოფლის მეურნეობის სფეროში ამ დადებითი ტენდენციებისა და გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს საქართველოში ერთწლიანი კულტურების ნათესების ფართობი მხოლოდ 10% -ით არის შემცირებული. თუმცა გარდამავალი პერიოდის შემდეგ მოსალოდნელია გარკვეულ დონეზე საქმიანობის ოპტიმიზაცია და დამუშავებული მიწის ფართობის ზრდა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა