logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ინდოელმა ინვესტორმა ქუთაისში 5 სართულიანი ობიექტის მშენებლობა დაიწყო
ინდოელმა ინვესტორმა ქუთაისში 5 სართულიანი ობიექტის მშენებლობა დაიწყო
14:34 01.09.2017
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მხარდაჭერით, ინდოელი ინვესტორები საქართველოში, ქალაქ ქუთაისში 1.5 მლნ ლარიან საინვესტიციო პროექტს განახორციელებენ, რომელიც შერეული ტიპის კომერციულ/საცხოვრებელ ობიექტის აშენებას გულისხმობს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის “ წარმომადგენლების მხარდაჭერით, კომპანია „City Construction“ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტისთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს აღმოჩენის შემდგომ, ინვესტორთან სააგენტოს წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობდნენ პროექტის მდებარეობის შერჩევის, სხვადასხვა ნებართვების მიღების და ინვესტირების პროცესთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, რის შემდეგაც კომპანიამ „City Construction“ ქ. ქუთაისში 5 სართულიანი ობიექტის მშენებლობა დაიწყო, სადაც როგორც საოფისე, ასევე პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელი ფართები იქნება წარმოდგენილი.

პროექტი, რომლის მშენებლობაც 2018 წლის სექტემბერში დასრულდება, 20-მდე ადამიანს დაასაქმებს. კომპანიის დირექტორის, საურაბჰ ფაჰუჯას განცხადებით, ამჟამად კომპანია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებს იკვლევს და უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს დედაქალაქშიც გეგმავს.

“ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი დავინახეთ საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და ტურისტების ნაკადიც საკმაოდ მზარდია. ჩვენ, როგორც უცხოელმა ინვესტორებმა, შევისწავლეთ საქართველოს ბაზარი და სწორედ სახარბიელო გარემოს აღმოჩენის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში არაერთი ინვესტიცია განვახორციელოთ და ფეხი ავუწყოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის განვითარებას“ - აცხადებს კომპანიის „City Construction“ დირექტორი საურაბჰ ფაჰუჯა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა