სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ დღეიდან თევზის კვირეული დაიწყო, რომელიც 11 ივლისამდე გაგრძელდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „სმარტში“ მომხმარებელს პეტრე-პავლობის მარხვის ბოლო პერიოდში 15-მდე სახეობის თევზის შეძენა ყველაზე დაბალ ფასად შეეძლებათ.
„ორაგულის, სკუმბრიას, პანგასიუსის, სტავრიდას, ტილაპიას, ხეკისა და ყვითელკუდა „ტუნეცის“ 5 ლარი და 20 თეთრიდან შეძენა მხოლოდ „სმარტში“ იქნება შესაძლებელი“ - აცხადებენ მენჯმენტში.
დღესდღეობით, „სმარტს“ დაახლოებით 15 ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, ახალციხეში, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

















