logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არქივი
გამოქვეყნების თარიღი :
გამოქვეყნების დასრულების თარიღი :
შედეგები 1181 - 1200, სულ 1628-დან
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დავალების მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტის
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ მომზადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხილვის მიზნით,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საკანონმდებლო ინიციატივის წესით
11-12 მარტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ - პროექტის
დიდუბის რაიონში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხულის დღესასწაულები“ გაიმართა.
“ის, რაც მე საპარლამენტო ტრიბუნაზე გულახდილად ვთქვი, ყველა ის პუნქტი, რომლებიც ჩამოვთვალე, მათ შორის მუქარის წერილი, თუ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკაა, მაშინ კითხვა მაქვს: სად უნდა შეწყდეს სიმართლის თქმა? მოვყევი ის, რაც თავს გადამხდა და გავაპროტესტე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და შესაბამისად, არაფერს და არავის ამოვფარებივარ. თქვენ ნახეთ, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადავდექი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დამეცვა დეპოზიტორების, კლიენტებისა და ინვესტორების უფლებები იმ შემოტევებისგან, რომელსაც ბანკი განიცდიდა. ცნობილია, როგორ იზარალეს ბანკის ინვესტორებმა მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი განცხადების შედეგად”, - ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. 

“პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, აშენდება პორტი თუ არა, რომ თითქოს რაღაც ვადა გაგრძელდა და ა.შ. მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ლაპარაკი არ არის სამშენებლო პროცესის გადავადებაზე, ლაპარაკია ბანკებთან ფინანსური საკითხების დახურვის გადავადებაზე და კონკრეტულად 400 მილიონ დოლარზე. ბანკებთან მოლაპარაკება ერთ წლის წინ უნდა დაგვესრულებინა. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვით გადაიდო, ჩვენი რისკით პროექტში 70 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ (ეს ინვესტორების ფულია. ანაკლიის პორტის ინვესტორები არიან მსხვილი ამერიკული კომპანიები SSA MARINE, “კონტი ჯგუფი” და ასევე, საერთაშორისო კომპანიები ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან), უზარმაზარი სამუშაო ჩავატარეთ და სამშენებლო პროცესი ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ზუსტად მივყვებით იმ გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ სახელმწიფოს. ჩვენ რომ დავლოდებოდით ბანკებისგან დაფინანსების მოზიდვას, მაშინ პორტის გახსნა, მინიმუმ, წლინახევრით გადაიდებოდა. რატომ მოხდა ეს? მართალია, ჩვენ ანაკლიის პროექტის რეალიზების უფლება მოვიპოვეთ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის დროს, მაგრამ თითქმის ორი წელი დაგვჭირდა სახელმწიფოსთან კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად. ბოლოს მოვაწერეთ იმ კონტრაქტს ხელი, რომელსაც მოვაწერეთ, რადგან მეტად დროის გაჭიანურებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ან უარი უნდა გვეთქვა, ან დავთანხმებულიყავით იმ იმედით, რომ თუ ამ პროექტს ბანკები მიიღებდნენ დასამუშავებლად, ისინი თავად დაუბრუნდებოდნენ კონტრაქტში არსებულ იმ 8 პუნქტს, რომლებიც ჩვენ წინასწარვე ვიცოდით, რომ მათთვის არ იქნებოდა მისაღები. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. სახელმწიფოსთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩვენ, როგორც კონსორციუმი, არანაირ ცვლილებას არ ვითხოვთ, ცვლილებებს ბანკები ითხოვენ. ასეთია მათი საერთაშორისო გამოცდილება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ახლა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ბანკები (ოპიკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკი) ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას. საკითხი ასე არ დგას. ლაპარაკია ე.წ. ტრაფიკრისკზე, რაც ნიშნავს, რომ პორტის აშენების დროს სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაყვანილი რკინიგზა და გზა (პორტი სხვა ინფრასტრუქტურისგან განცალკევებულად არ მუშაობს). სამწუხაროდ, შარშან სამჯერ ან ოთხჯერ ჩავარდა ინფრასტრუქტურის პროექტირების ტენდერი. ბანკებს ეჭვი ეპარებათ, რომ პორტის მშენებლობის პარალელურად მოესწრება 18 კილომეტრი გზის გაყვანა. ამიტომ ამბობენ, თუ ჩვენ ამ რისკს ვიღებთ, თქვენ აიღეთ ვალდებულება დანარჩენ ინფრასტრუქტურულ რისკებზეო. ლაპარაკია მხოლოდ პროცენტის დაფინანსებაზე და არა მთლიანად 400 მილიონზე. მეორე მხრივ, ყველა კვლევის მიხედვით, ტვირთი იმაზე მეტია, ვიდრე პირველ ფაზას სჭირდება. უბრალოდ, ლაპარაკია პირველ ორ-სამ წელიწადზე, სანამ ბაზარზე ყველაფერი დალაგდება. სწორედ ამას ითხოვენ ბანკები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია... პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის 0. რაც შეეხება 100 მილიონს, ეს ძვირად ღირებული სუბორდინირებული სესხია, რომელსაც კონსორციუმი მიიღებს პროექტის ფინანსური დახურვის შემდეგ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პარალელურად ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზეა საუბარი. იქაც ოპიკია (კერძო ინვესტიციების საერთაშორისო კორპორაცია) ჩართული. შეიძლება ვთქვათ, რომ კონკურენტი გამოუჩნდა ანაკლიის პორტს?” - პასუხობს:

“მაშინ ძალიან საინტერესო ისტორიას მოგიყვებით: ყველაზე მთავარი პორტის საქმიანობაში ოპერატორი კომპანიის მოძიებაა. ჰოლანდიელებმა, რომლებიც ჩვენი კონსულტანტები არიან ამ პროექტში, საერთაშორისო ტენდერი ჩაგვატარებინეს და გამოვავლინეთ გამარჯვებული - სინგაპურის პორტის ადმინისტრაცია, რომელიც ყველაზე დიდია მსოფლიოში. მათთან მოვილაპარაკეთ, პროექტი მოეწონათ, ინვესტიციაზე აიღეს ვალდებულება, ჩაატარეს საინვესტიციო ობიექტის დეტალურად შესწავლა და ბოლოს თქვეს, რომ სჭირდებათ 5-წლიანი ექსკლუზივი. ამ პერიოდში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა არ იქნებოდა გაცემული (აქ არ იყო ლაპარაკი არსებული პორტის გაღრმაწყლოვანებაზე). მთავრობას მაშინ ჩვენ ბევრი მაგალითი წარვუდგინეთ, როცა ახალი პორტის მშენებლობისას ძველი პორტის მფლობელი კომპანია იწყებს პიარსვლებს, რაში გჭირდებათ ახალი პორტი, როცა შემიძლია უკვე არსებულის გადაიარაღება მოვახდინოო. ხშირად ასეთ დროს აღარც ახალი პორტი შენდება, რადგან ინვესტორს ამ პირობებით ვეღარ იზიდავ და აღარც ძველის გადაიარაღება გამოსდის, საბოლოოდ კი ასეთი ქვეყნები პერსპექტივის გარეშე რჩებიან. თუმცა მაშინ მთავრობამ ამაზე გვიპასუხა, რომ ეს იქნებოდა კონკურენციის შეზღუდვა და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ჩვენს პორტებში ოპერირებენ, ამის გამო შეეძლოთ ხელისუფლებისთვის ეჩივლათ. მოკლედ, ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მიერ შერჩეულმა პორტის ოპერატორმა მოითხოვა, რომ სახელმწიფოს 600 მილიონიდან 200-ის თანაინვესტირება მოეხდინა. ამ საკითხზე შევხვდი ბიძინა ივანიშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო გამოყოფდა 100-მილიონიან საკრედიტო ხაზს, რომელსაც საპარტნიორო ფონდი მოიზიდავდა გარედან, ეს არ იქნებოდა ბიუჯეტის თანხა, და გვასესხებდა ჩვენ. თუმცა შერჩეული ოპერატორი კომპანიისთვის ეს პირობა მისაღები არ გამოდგა. აი, აქ კი აღმოვჩნდით ვაკუუმში და ამ დროს გამოჩნდა SSA MARINE - ცნობილი და სერიოზული კომპანია, რომელიც ჩვენი ოპერატორი გახდა.

“ფოთში ერთ-ერთი ტერმინალის 12 მეტრით დაღრმავება არ ნიშნავს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. თვითონ იმ ბანკირებსაც, რომლებიც ფოთის პორტსაც აფინანსებენ და ჩვენთან მუშაობენ, ცოტა არ იყოს, გაუკვირდათ, როცა ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებაზე პრესრელიზები ნახეს. 50-მილიონად პორტი ვერ აშენდება. მე მივესალმები ნებისმიერი ბიზნესის გადაიარაღებას, მაგრამ როცა ბუზისგან სპილო იქმნება იმიტომ, რომ რაღაც გადაიფაროს, ეს უკვე სხვა თემაა. ამის მიზანი იმ აზრის დამკვიდრებაა, თუ ანაკლია არ აშენდება, აგერ ფოთიც შეასრულებს ამ ფუნქციასო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა: ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია. ბანკებმა რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე პირდაპირ დასვეს საკითხი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირდაპირ და მკაფიოდ გვითხარით ყველაფერი ფოთის პორტზეო. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი პუნქტია ზემოთ ხსენებული რვიდან. არ შეიძლება თან ანაკლიას აშენებდე, თან ასე აპიარებდე ფოთის პორტს, ახალ პორტს ვაშენებთო. ეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე პირდაპირი დარტყმა და დაკნინებაა. იქით გკითხავთ: თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ასე ინტენსიურად შემოტევა “თიბისისა” და ჩემზე რაღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე? იმდენი მხრიდან გვიტევენ, რომ ეს მართლაც ორკესტრირებულია. სახელმწიფოს ხელმძღვანელებისგან კი, ნაცვლად იმისა, პროკურატურას მიმართონ საქმის დროულად გამოსაძიებლად ან დასახურად, პასუხად იმ წერილის გაშარჟება მივიღე, რომელიც მივიღე და ეს გულწრფელად ვთქვი. არაფრის გადაფარვის და არც პოლიტიკურ დებატებში ჩაბმის სურვილი არა მაქვს. მარტო წერილზე ხომ არ ვთქვი? განვაცხადე კიბერშეტევაზე, ჩვენს ორგანიზაციაში ერთდროულად ოთხი უწყების შემოსვლაზე, ფულის გათეთრების შესახებ აბსურდულ ბრალდებაზე... თუმცა არც ერთ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. არავინ მოსულა, არავის უნახავს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ჩვენი აუდიტის დასკვნა და ეროვნული ბანკის შემოწმების აქტი. ასეთ ვითარებაში რა უნდა ვიფიქრო? დამთხვევაა? ჩემი აზრით, არ არის დამთხვევა”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

“როდესაც უსამართლოდ გიშვებენ იმ ბანკიდან, რომელსაც 27 წელი აშენებდი, როდესაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმის შესახებ პროკურატურის პრესკონფერენციის ფონზე ეროვნული ბანკი იღებს გაუგებარ გადაწყვეტილებებს, ყველაფერს უნდა ელოდო. შავი პიარის ფონზე ეროვნული ბანკი მეუბნება, უნდა გადადგე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან და ამ დროს მიგზავნის წერილს, სადაც წერია, მათი კომპეტენციის ფარგლებში ფულის გათეთრების კრიმინალური ფაქტი არ დასტურდება და პრეტენზია ინტერესთა კონფლიქტს უკავშირდება. როცა ვუთხარი, ამ წერილის გასაჯაროება მინდა-მეთქი, მიპასუხეს, არა, შენ უნდა წახვიდე “თიბისიდან”, წერილს კი ბანკს მივცემთ, რომ გააგრძელოს მუშაობაო. ეს არ არის შანტაჟი?! შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ასეთი ენით ილაპარაკოს?! რატომ არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს, იყო თუ არა ფულის გათეთრება?!.. ივანიშვილსა და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე იმდენ საკითხზე ვილაპარაკე და არაფერზე პასუხი არ მიმიღია. მოვა დრო და თუ არ იტყვიან, მე ვიტყვი. პოლიტიკოსები მაბრალებენ, რომ თურმე რაღაცების გადაფარვას ვცდილობ. რას ნიშნავს გადაფარვა?! მოვყევი ის, რაც გადამხდა და გინდა ენკი-ბენკი დაარქვან, გინდ წერილი თუ სიხარული. ასეთ არასერიოზულ თემებზე სურთ ყურადღების გადატანა. ძალიან ცუდი მიმართულებით მიდიან, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდია და ვერაფერს მიაჩუმათებენ. არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ: ან დაადგინონ ჩემი ბრალეულობა, ან შეწყვიტონ საქმე. ამ ყველაფერმა სერიოზულად დააზიანა ქვეყნის იმიჯი. ამაზე იფიქრონ და არა იმაზე, რომელიღაც შეხვედრას ვინ ესწრებოდა”, - დაასკვნის “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი.

“არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია. როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და, ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ახლა მთელი ჩვენი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში “გაარკვიეს”, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა.... ჩვენ სასამართლო ექსპერტიზის აუდიტი მოვითხოვეთ ლონდონში, რათა იმათაც შეამოწმონ ყველაფერი. ჩავაბარეთ ყველა ჩვენი ანგარიშის ამონაწერი, ჩემი პირადი და ბადრის პირადი ანგარიშის ამონაწერი, სად მივიღეთ თანხა, სად ჩაირიცხა. ყველაფერი ბოლო თეთრამდე ჩასულია ბანკის კაპიტალში, რომელიც გაქრა იმიტომ, რომ ბანკს 200 მილიონი ჩამოეკიდა და გარესაბალანსო ანგარიშზე გავიდა. აი, ეს არის მთელი ამბავი და არანაირ ფულის გათეთრებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.
ეკონომიკის ექსპერტ ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, პირდაპირი უცხორი ინვესტიციების მოცულობის
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 2019 წლის 12 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც ცენტრის ინფორმაციაშია განმარტებული, მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად უნდა გაიარონ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემით, ქვეყანაში ინვესტიციების საერთო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
ჯაკარტაში, საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკას შორის რიგით მეექვსე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან იურიდიული ძალა დაეკარგა საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს.
კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, შპს "ABV ავიაციაზე"
"მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს – თქვენ არ გაქვთ არანაირი
ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩის პირველ გასასვლელში საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინფრასტრუქტურული
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს ექპერტები ეხმაურებიან. ეკონომიკის
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო სამართალზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა