logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კოჰაბიტაციური სიმბიოზი
კოჰაბიტაციური სიმბიოზი
11:07 25.11.2014
სიმბიოზი - თანაცხოვრების, ურთიერთობის ფორმა, რომელიც სასარგებლოა ერთ–ერთისთვის ან ორივესთვის;

როგორც განმარტებიდან ჩანს, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, სიმბიოზში გადაზრდილი კოჰაბიტაცია, თანაცხოვრების ისეთ ფორმას ამართლებს, რომელიც ორივესთვის სასარგებლოა.

ანუ, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კოჰაბიტაცია, დღეს თავისი სიცხადით კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში, მაშინ, როცა პარლამენტის უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი შეუერთდა, რომელთა დიდი ნაწილიც, გასული 11 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრინდელ პერიოდშიც, პირდაპირ იყო ასოცირებული მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან.

ხელისუფლებამ, აღნიშნული ნაბიჯით კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი იმ ხალხს, ვინც სამართლიანობის აღდგენას დღემდე ამაოდ ელის და ვინც, სულ რაღაც ორი წლის წინ, მზად იყო თავი გაეწირა, ოღონდ ქვეყანა რეჟიმისგან გათავისუფლებულიყო.

საზოგადოებამ ნახა წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი იმ დანაშაულების დიდი ნაწილი, რომელიც სავსებით საკმარისი იქნებოდა მსოფლიოსთვის დაგვემტკიცებინა, რომ სააკაშვილის რეჟიმის სახით, საქმე სისტემური დანაშაულების კარგად აწყობილ ჯაჭვთან გვქონდა, რაც თავის მხრივ, ასევე საკმარისი იქნებოდა, რომ სისტემური დანაშაულის შემქნელებსა და მის შემადგენელ რგოლებს ერთიანად ან ცალ-ცალკე პასუხი ეგოთ.

სხვათა შორის, ამას საზოგადოება დღემდე ითხოვს, თუმცა, როგორც დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, სამართლიანობის აღდგენისა და სისტემური დანაშაულის ფესვების მოსპობა, თავიდანვე ილუზორული დაპირება ყოფილა.

ის, რომ დამნაშავე სისტემას პასუხს ბოლომდე არ აგებინებდნენ, იქედანაც ჩანდა, რომ კოალიციის შექმნის მომენტში, მის ძირითად ბირთვად ის პოლიტიკური ძალები იქნა მობილიზებული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „ოპოზიციაში“ ყოფნის დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ექსპრეზიდენტის ხელისუფლება გახანგრძლივებულიყო.

ამ მხრივ პირველ რიგში, ირაკლი ალასანიას ფაქტორია ხაზგასასმელი, რომელიც ლამის მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, ყველაფერს აკეთებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, მისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გადარჩენილიყო.

მართალია დღეს ირაკლი ალასანია მმართველი კოალიციის შემადგენლობაში აღარ არის, მაგრამ როგორც პრემიერმა განაცხადა, ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს თურმე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებდა და უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრების დროს მუდმივად უსვამდა ხაზს სააკაშვილის ხელისუფლების დამსახურებას ქვეყნის განვითარების საქმეში.

შესაძლოა, რომ ანდაზა, „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“ ამ შემთხვევაშიც გამართლებული იყოს, მაგრამ, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებიდან 2 წელზე მეტია გასული, 2 წელზე მეტია საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და იგივე საზოგადოება დღეს გებულობს, რომ თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტები მმართველ გუნდში ჰყოლია და თანაც საკმაოდ გავლენიანი.

თუ ირაკლი ალასანია „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებდა, რატომ ითმენდნენ ამას ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები?

ბოლოს, იგივე ალასანია იმ დონეზეც კი მივიდა, რომ საჯაროდ აცხადებდა, მიხეილ სააკაშვილს ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთო.

ან, არის თუ არა გარანტია იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველ გუნდში ლობისტები დღესაც არ ჰყავს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მას კბილებით დაიცავენ?
რა თქმა უნდა, ამის გარანტია არ არსებობს და უფრო მეტიც, საზოგადოება ისევე, როგორც ალასანიას შემთხვევაში, დღეს ნათლად ხედავს, რომ „ნაციონალების“ არანაკლები ლობირებით დღეს ,,რესპუბლიკელები“ არიან დაკავებულები. ამის მაგალითად მხოლოდ ლევან ბერძენიშვილის განცხადებებიც კი კმარა.

ანუ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ,,რესპუბლიკელები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები გამოდგნენ და ისინი ხელისუფლებას ჩამოაშორონ.

კი ბატონო, მაგრამ ამით იმ ხალხს რა, ვინც 9 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის დასრულებას ელოდა, 2 წლის მანძილზე კი სამართლიანობის აღდგენას ელის?

სავარაუდოდ, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა კიდევ უფრო გაჭიანურდება, რადგან დღეს საპარლამენტო უმრავლესობას ის ადამიანები შეუერთდნენ, რომელთა დიდი ნაწილიც წლების განმავლობაში, სააკაშვილის რეჟიმის სახეები იყვნენ.

ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ, მაშინ, როცა სამართლიანობის აღდგენის იმედჩასახული ხალხი საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად რეჟიმს ებრძოდა, ერთ-ერთი ქალბატონი, სწორედ რეჟიმის შესანარჩუნებლად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კახეთის ერთ-ერთ სოფელში, მგზნებარედ უმტკიცებდა მოსახლეობას, რომ საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ გააუპატიურეს სამეგრელოში რუსმა ჯარისკაცებმა 106 წლის მოხუცი ჯგუფურად.

მაშინ ეს ქალბატონი მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ თუ არა „ნაციონალური მოძრაობა,“ სწორედ იგივე საფრთხის წინაშეა დღეს საქართველო და მხარი ჩვენ დაგვიჭირეთო.

დღეს ეს დეპუტატი უკვე „ქართული ოცნების“, ანუ უმრავლესობის წევრია და სულაც არ აშინებს სიბერე და იმის საფრთხე, რომ რუსი ჯარისკაცები საქართველოში შემოვლენ.
გულუბრყვილობაზე მეტი იქნება იმაზე ფიქრი, რომ ესა თუ ის ცნობადი „ნაციონალი“ დეპუტატი „ქართული ოცნების“ რიგებში მსოფლმხედველობის შეცვლის გამო გადავიდა. საერთოდ საკითხავია, ასეთ ადამიანებს მსოფლმხედველობა გააჩნიათ თუ არა.

უფრო სავარაუდოა, რომ ამ ხალხმა, პოლიტიკური ნავის ცვლილების სანაცვლოდ ახალი ხელისუფლებისგან გარკვეული გარანტიები მიიღეს. საქართველოს რეალობაში კი გარანტია ორგვარი შეიძლება იყოს:
1 - პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტია;
2 - წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ბიზნესის ხელშეუხებლობა.

ანუ, ორივე შემთხვევაში საპნის ბუშტივით სკდება ილუზია სამართლიანობის რეალურად აღდგენის შესახებ.

პირველ შემთხვევაში, გარკვეული პოლიტიკური საჭიროების გამო, როდესაც დამნაშავეს აძლევ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტიას, ეს ავტომატურად ნიშნავს არა ამ კონკრეტული პიროვნების, არამედ იმ პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებასაც, ვისთან ერთადაც „გაოცნებებულმა ნაციონალმა“ თავის დროზე დანაშაული ჩაიდინა, რადგან მათთვის პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიკვეთება იმ პირის ბრალეულობა, ვისაც „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტია მისცა.

რაც შეეხება გარანტიის მეორე შესაძლო სახეობას, ანუ, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული ბიზნესის ხელშეუხებლობას, ის პრაქტიკულად, არაფრით განსხვავდება პირველი სახეობისგან, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ და რამდენად სამართლიანად ვითარდებოდა „წარმატებული ბიზნესი“ მიხეილ სააკაშვილის დროს.

აბსოლუტურად დარწმუნებით შეიძლება ითქვას და ეს ხმამაღალი ნათქვამი სულაც არაა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს დაწყებულ და განვითარებულ ნებისმიერ „წარმატებულ ბიზნესს“ პარაშის სუნი ასდის, რადგან ქვეყანაში, სადაც არც ანტიმონოპოლიური სამსახური არსებობს და თანაც „მარჩენალთან დაახლოებულ კარის ბიზნესმენთა“ ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს, გამორიცხულია, რომ წარმატებული ბიზნესი კანონის დაცვით აწარმოო.

ანუ, იმ ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაა დაწყებული, იგივეა, რომ ადამიანს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გარანტია მისცე, თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ფინანსური ხასიათის დანაშაული გაცილებით უფრო მეტ თანამზრახველს მოითხოვს, ვიდრე სხვა სახის კრიმინალი.

შესაძლოა სწორედ ესაცაა მიზეზი იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით, არც ქონებრივი დანაშაულების გამოსწორების გზაზე გადადგმულა ნაბიჯები.

ანუ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ბიზნესები ისევ მათი ახალი მფოლობელების ხელშია და მოგებასაც მათ სასარგებლოდ აჩვენებს.

ამ ფონზე კი, იმ პირებისთვის, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა მომავალი მოუსპო, ცხოვრება დაუნგრია და წლობით ციხეებში გამოკეტა, დღეს სამგზავრო ავტობუსებზე 20 - თეთრიანი საშეღავათო ტარიფის შეთავაზება, პირდაპირ დაცინვაა.

ის ადამიანები, რომლებმაც რეპრესირებულებს ბრალი წაუყენეს, რომლებმაც პროკურატურის ბრძანებით გაასამართლეს და რომლებიც შემდგომ მათზე ციხეები ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ, დღესაც თანამდებობებზე არიან და როგორც ეტყობა, დიდად არც სირცხვილის გრძნობა აწუხებთ. აღარაფერს ვამბობ ჩადენილი დანაშაულებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშზე. მათ, სამწუხაროდ, ამ შიშის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ, რადგან პასუხის მოთხოვნას მათთვის აშკარად არავინ აპირებს, გარდა იმ ხალხისა, რომლებსაც ცხოვრება დაუნგრიეს და რომლებიც ჯერჯერობით კვლავ ებღაუჭებიან იმედს, რომ ხელისუფლება სამართლიანობას აღადგენს.
ამ ფონზე კი კიდევ უფრო დიდი პარადოქსი და სირცვილია, კოდორის ხელობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის 12-წლიანი პატიმრობის მისჯა.

ემზარ კვიციანი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დროსაც რომ ჩამოსულიყო, ალბათ სააკაშვილის რეჟიმიც კი არ მიუსჯიდა მას 12 წელს, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა.

საერთოდ კი, ემზარ კვიციანს ამბოხი რომ სდომებოდა, რა ბრალდებითაც ის გაასამართლეს, მაშინ მას იარაღიც საკმარისი ჰქონდა და ადამიანური რესურსიც, რომ სამთავრობო ძალებისთვის ცეცხლი გაეხსნა. ამის სანაცვლოდ კი, როგორც გვახსოვს, ის ხეობიდან გავიდა.

და თანაც, ემზარ კვიციანს ასამართლებს სასამართლო სისტემა, რომელსაც კისერზე უამრავი უდანაშაულო გაუბედურებული ხალხის ცოდვა ადევს.

ამ ყველაფერს ხალხი ხედავს და ხელისუფლებას ყველაფერზე პასუხს აუცილებლად მოსთხოვს, პირველ რიგში კი იმ ყოფილი ჩინოვნიკების, პროკურორებისა და მოსამართლეების დაუსჯელობის გამო, რომლებიც წლების განმავლობაში ხალხს აწამებდნენ, დღეს კი კვლავ სავარძლებში სხედან ან ეკრანებიდან კომპეტენტური სახეებით გვმოძღრავენ.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა