logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
რუტინოკრატია
რუტინოკრატია
11:19 22.09.2014
Routine - შიში სიახლის, ცვლილების წინაშე; უძრაობა, ჩამორჩენილობა, შაბლონი.....
Crattoss (ძვ. ბერძნ.) - მმართველობა...
დიახ, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ქვეყნის მმართველობის დღევანდელ ფორმას, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩაეყარა და რომელიც მხოლოდ ერთ იდეოლოგიაზეა აგებული.
აღნიშნული იდეოლოგია, როგორც ქვეყნის უახლესი ისტორიის მაგალითებიდანაა ცნობილი, ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ შეხედულებას, რომ, „ყველაფერი დასავლური კარგია, ხოლო ყველაფერი სხვა, - მტრის შეთავაზება.“
ის, რომ ყველაფერი დასავლური, მათ შორის რეალური დასავლური დემოკრატიული ღირებულებები კარგია, რა თქმა უნდა, ეჭვს არანაირად არ იწვევს, მაგრამ ვფიქრობთ უპრიანი იქნება, მედლის მეორე მხარის განხილვაც, ანუ რამდენად გულწრფელია დასავლეთი, როდესაც საქართველოს ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მზადყოფნაზე აკეთებს განცხადებებს?
როგორც ერთ-ერთ კომენტარში „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, განცხადებები, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, ჯერ კიდევ 2002 წლიდან ისმის, ანუ მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გააჟღერა სურვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
შევარდნაძის მიერ „ნატოს კარზე მიკაკუნებიდან“ ძალიან მოკლე დროში, საქართველოში რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება მოხდა და ქვეყნის სათავეში „მკვეთრად პროდასავლური“ მიხეილ სააკაშვილის „ნაციოანალური მოძრაობა“ მოვიდა.
დღიდან სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან, ავტორიტარული მმართველობის წყალობით ქართული მედიის დიდი ნაწილი დაიმორჩილა, მუდმივად გვესმოდა „დასავლური მესიჯები“ იმის შესახებ, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურაა და ის რეგიონში ერთადერთ ნათელ წერტილს წარმოადგენს.
აღნიშნულის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე სამარცხვინო (ჩემი აზრით) პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც, რომლის შესახებაც მსოფლიო მედია დღემდე წერს, რომ ის ალკოჰოლიზმისგან ვერ განიკურნა.
ჯორჯ ბუშის და მისი მსგავსების განცხადებები საკმარისი აღმოჩნდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომ ერწმუნა როლი მისი დემოკრატიის მესიობის შესახებ, მაგრამ სააკაშვილის არცთუ მდგრადი ფსიქიკის ნაჟური, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს სრულიადაც არ ეჩვენა საკმარის არგუმენტად, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხში მხარი დაეჭირა.
გარდა მერკელისა, მიხეილ სააკაშვილს იმედები სხვა ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმაც გაუცრუეს და თუ ჩვენს პრეზიდენტყოფილს ნამდვილად სწამდა, რომ ის კაცობრიობას დემოკრატიის მხსნელი მესიის დანიშნულებით მოევლინა, ამ რწმენას ევროპამაც და ამერიკამაც წყალი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გადაასხა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ტელევიზიებს თავის სანუგეშოდ ისღა დარჩათ, რომ საქართველომ ნატოს სამიტზე, „მაპ-ზე უკეთესი“ მიიღო.
ქართველ საზოგადოებას უკვე 10 წელზე მეტია ესმის, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა, თუმცა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ღია კარი ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ მაშინ იხურება ხოლმე, როცა ალიანსის სამიტი მოახლოვდება.
ასე იყო მიმდინარე წლის სექტემბრის უელსის სამიტის დროსაც, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, შეიძლება ითქვას, რომ სამიტის ჩატარება, უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა.
სამიტამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დასავლეთი და შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს ემუქრებოდა, თუმცა, როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, დასავლეთი, საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ მზადაა არა მხოლოდ საკუთარი მოკავშირეები, არამედ სტრატეგიული პარტნიორებიც კი გაწიროს.
ყველას კარგად ახსოვს მაიდანზე მიმდინარე აქციების დროს მომიტინგეებთან გასული ქეთრინ ეშტონი, რომელმაც აქციის მონაწილეებს ქაღალდის პაკეტში შეფუთული ღვეზელები დაურიგა და დასავლეთის მხარდაჭერა ამგვარად გამოხატა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვითარება დაიძაბა და რუსეთმაც ჯერ ყირიმი გადაყლაპა, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინას მიადგა, დასავლეთი და თავად ეშტონიც მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლა.
ჩაბრძანდეს დღეს ქალბატონი ეშტონი თუნდაც დონბასში და უკრაინელ მებრძოლ პატრიოტებს მხარდაჭერის ნიშნად „სუხიო პაიოკი“ გადასცეს. რა თქმა უნდა, არც ეშტონი და არც სხვა დასავლელი მაღალჩინოსანი ამას არ იზამს და რუსეთს კიდევ უფრო მეტად არ გააღიზიანებს.
სხვათა შორის, მაიდნის აქციების დროს, საქართველოდან უკრაინაში წინა ხელისუფლების წარმომადგენელი „მგზნებაზე პატრიოტებიც“ გაემგზავრნენ და მათგან ერთ-ერთი, იმასაც კი აცხადებდა, რომ „ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი, ჩემ მამულშიც გამაგონეო.“
ღმერთმა ნუ უსმინოს ამ განცხადების ავტორს და რაც უკრაინაში ხდება, ღმერთმა ნუ აღირსოს, რომ მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა, საქართველოში კიდევ ერთხელ ნახოს.
კონკრეტულ პირებს რომ თავი დავანებოთ, აქ საქმე არა ერთეული, არცთუ მრავალუჯრედიანი მოინდივიდო ელემენტების განცხადებებზე, არამედ ზოგადად დასავლეთის დამოკიდებულებაზეა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ანტირუსული გავლენა გააღვივოს, შემდეგ ეს გავლენა ქუჩის აქციებში გადაზარდოს, ამის შემდეგ კი თავად ბუჩქებში შეიმალოს და მხოლოდ აღშფოთება-შეშფოთებით შემოიფარგლოს.
ერთადერთი, რაშიც მიხეილ სააკაშვილს დღეს შეიძლება დაეთანხმო, არის დასავლეთის კრიტიკა, მისი პოლიტიკური იმპოტენციის სრული დემონსტრირების გამო.
ევროპის მხრიდან უთავმოყვარეობის აპოთეოზი იყო რუსეთისთვის მისტრალის ტიპის შველმფრენმზიდის გადაცემა, რომლის შესახებაც საფრანგეთს, ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ, თითქოსდა შეუვალი პოზიცია ეჭირა.
დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რაოდენ არადემოკრატიულადაც არ უნდა მოქმედებდეს ის, მსოფლიო პოლიტიკაში ყველაფერი გასდის და სწორედ ის დგას დღეს მსოფლიოს ისტორიის საჭესთან, რაც იოსებ სტალინის შემდეგ პლანეტაზე ვერავინ მოახერხა.
რაც შეეხება ამ ფონზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას: ყველა წინაპირობის გათვალისწინებით, აღნიშნული პერსპექტივა ყალბია და ისევე ემსახურება საზოგადოების „დაბოლების“ მცდელობას, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის დროს ხდებოდა.
დავიწყოთ იქედან, რომ ალიანსმა და ევროკავშირმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დემონსტრაციული უკანდახევა განახორციელეს, მაშინ როცა, ნატომ უკრაინის სამხედრო დახმარებაზე უარი განაცხადა, ხოლო ევროკავშირმა, საპასუხო ნაბიჯების შიშით, რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესება ვერ გაბედა.
მაშინ, როცა დასავლეთი ასე ლაჩრულად იხევს უკან იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და რომელი ქვეყანაც საქართველოს ტერიტორიულადაც და ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისითაც თითქმის ასჯერ აღემატება, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება, თუ რუსეთის აგრესიის ვექტორი საქართველოსკენ მოიმართა.
საბედნიეროდ, ახალი ხელისუფლება „ცხელი თავის“ პრინციპით აღარ მოქმედებს და მიხეილ სააკაშვილივით, დრენდროუტთან მებრძოლი გუდურასავით აღარ მატრაკვეცობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ახალი ხელისუფლების კოალიციაში მრავლად მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე, „ოპოზიციაში ყოფნის დროს,“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გასახანგრძლივებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.
რაღა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური სიმპათია დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარესაა და თუ დღეს ისინი ,,ქართულ ოცნებაში“ ერთიანობას ინარჩუნებენ, მხოლოდ და მხოლო იმის გამო, რომ ცალ-ცალკე აღებულნი, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე, 2-3 პროცენტიან ბარიერსაც კი ვერ გადალახავდნენ.
ასე, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სიმყიფედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში გამორიცხული არაფერია და თუ ქვეყნის სტაბილურობას რაიმე საფრთხე დაემუქრება, ეს აუცილებლად საქართველოს მიერ დასავლური ოჯახისკენ სწრაფვის ღალატის საბაბით მოხდება.
ანუ, ლაკონურად რომ ვთქვათ, წინა ხელისუფლებამ და მისმა ფარულმა მეხოტბე „ოპოზიციურმა პარტიებმა“ ერთობლივად შექმნეს საქართველოს ევროკავშირსა და ჩდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ახლო პერსპექტივის განცდა, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, თუმცა, საზოგადოებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ არცთუ გააზრებულად, მაგრამ პოლიტიკურ მიზნად მაინც რჩება.
დავიწყოთ იქედან, რომ უახლოეს ათწლეულში საქართველოს ნატო-ს წევრობა არ უწერია და ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულს ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან ის პოლიტიკური ლიდერები ჩადიან, რომლებიც ხალხს ეუბნებიან, რომ ქვეყანამ უელსის სამიტზე ნატო-სკენ გიგანტური ნაბიჯი გადადგა.
ნატო-ს წევრობის წინაპირობა ე.წ. მაპ-ის მინიჭებაა, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ უელსის სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ რაღაც ახალი „პაკეტი“ მოიგონა, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის წინაშე ქედის მოდრეკა და ქართველი მოსახლეობის გაურკვეველი ვადით ლოდინის რეჟიმზე გადაყვანა.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ახალი პაკეტი, კვლავ ნატო-ს წევრობისთვის მზადებას ითვალისწინებს და თუ ყველაფერ ამას პოპულარულ ენაზე გადმოვთარგმნით, გამოდის, რომ საქართველო ბოლო წლების მანძილზე იღებს სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ქაღალში შეფუთულ სატყუარას, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
სხვათა შორის, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრობა არ ეღირსება და ეს ასევე, ძალიან კარგად იციან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.
მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ ვერავინ გაექცა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს, რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშია და რომ საქართველო ამ გაერთიანებების წევრი სულ მალე გახდება.
სამწუხაროდ, არც ახალ ხელისუფლებას აღმოაჩნდა იმის ძალა და ვაჟკაცობა, რომ პირდაპირ ეთქვა საზოგადოებისთვის თუ რამხელა გზაა გასავლელი ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე და რამხელა რისკები და საფრთხეები არსებობს ამ გზაზე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, თურქეთის, როგორც ეკონომიკური კონკურენტისა და ევროკავშირის თითქმის ქრონიკული წევრობის კანდიდატის მხრიდან.
მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ქვეყნის განვითარების მხოლოდ ევროატლანტიკურ პოტენციალზე აწყობა იმაზე მეტი სიგიჟე იქნებოდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს დაუშვა, როდესაც, 30 აპრილს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით საუბრისას განუცხადა, რომ მის დაჟანგულ ტანკებს ადგილზე დაადუღებდა.
რაც შეეხება უელსის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში ნატოს-ს საწვრთნელი ბაზა ააშენოს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რაც კი შეიძლება ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგას.
ანუ, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზის აშენებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს ამბობს, რადგან პარადოქსიაა, რომ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს საოკუპაციო ჯარებიც და მისდამი ანტაგონისტურად განწყობილი სამხედრო ბლოკის მეომრებიც. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე ფიქრსაც კი უნდა გამოვემშვიდობოთ და უნდა მივიღოთ დაახლოებით ისეთი მოდელი, როგორიც საბერძნეთსა და თურქეთს შორის კვიპროსთან დაკავშირებით არსებობს. ანუ, საქართველომ უნდა მიიღოს გაურკვეველი ვადით გადადებული კონფლიქტები.
ნატო-ს საწვრთნელი ბაზის საქართველოში აშენება, ხანგრძლივ პერსპექტივაში, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, მითუმეტეს, რომ ჯერჯერობით არავინ იცის რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს, რომელსაც საქართველოს საწინააღმდეგოდ საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს შემორჩენილი.
ასე, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფუძნებული იდეოლოგიის ქვეშ მოექცა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის განვითარების ერთადერთი მიმართულება დასავლეთია, ხოლო ყველა განსხვავებული აზრი საქართველოს ღალატთანაა გათანაბრებული.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში იმ პოლიტიკოსთა რიცხვი ძალიან მცირეა, რომლებსაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, გამბედაობა ყოფნით და საზოგადოებას რეალურ სურათს უხატავენ.
აუცილებელია, რომ ქვეყნის მომავალ განვითარებასთან, ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებთან და რისკფაქტორებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ საზოგადოება საქმის კურსში სრულად ჩააყენოს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისგან კონტროლირებადმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან მოკალათებულები, - ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანონ, რისი შემდგომი განვითარების სცენარიც, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაშიც კი, - საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.
ასე, რომ საზოგადოებაც და პირველ რიგში მმართველი გუნდი, ვალდებულია, რომ რუტინოკრტიის ბორკილებიდან გათავისუფლდეს, პრაგმატული აზროვნების ფლანგზე გადაინაცვლოს და ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულების განსაზღვრაში, საზოგადოებას სრულფასოვანი მონაწილეობა მიაღებინოს, რადგან რუტიონოკრატიის პრეცედენტებმა, ქვეყნა საერთაშორისო კუთხით პოლარიზაციამდე არაერთგზის მიიყვანა, რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა