logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გაუმართლებლად დაგვიანებული ნაბიჯი
გაუმართლებლად დაგვიანებული ნაბიჯი
10:56 04.08.2014
გასულ კვირაში ახალი ხელისუფლების რეიტინგი, სავარაუდოდ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, სარეკორდო ნიშნულს მიაღწევდა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, მართლმსაჯულების ხელი იმ პიროვნებასაც მისწვდა, რომელიც მმართველობის მთელი 9 წლის განმავლობაში საზოგადოებაში მისი უძლეველობის და ყოვლისშემძლეობის შესახებ მითს ნერგავდა.
დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია და მას პატიმრობაც აქვს შეფარდებული, მიუხედავად იმ უამრავი მხარდამჭერი განცხადებებისა, რაც დასავლური პოლიტიკური წრეების ნაწილმა მთელი გასული კვირის განმავლობაში აკეთა.
დღიდან ხელისუფლების ცვლილებისა, ანუ 2012 წლის 1 ოქტომბრისა, ხალხის გაღიზიანებას ყველაზე მეტად სიტყვა „კოჰაბიტაცია“ და ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, ახალი ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულება იწვევდა.
კოჰაბიტაციის დასრულებას ჯერ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვპირდებოდა, შემდეგ კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, იგივეს პრემიერი დაგვპირდა. როგორც აღმოჩნდა, პრემიერის დაპირება უფრო საიმედო აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, დღეს კოჰაბიტაციის დასრულების კონტურები სახეზე ნამდვილადაა, რასაც დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკითხვაზე ინტენსიური დაბარება და როგორც აღვნიშნეთ, სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება და მისთვის პატიმრობის შეფარდებაც ადასტურებს.
რა იქნება შემდგომში და როგორ განვითარდება მოვლენები, ან რამდენ ხანში იხილავს სამართლიანობის აღდგენის დამკვეთი ქართველი საზოგადოება საბრალდებო სკამზე მჯდომ მიხეილ სააკაშვილს, დროის საკითხია და წინასწარ არავინ იცის, მაგრამ ერთი რამის თქმა შეიძლება: - ეს მოკლე პერიოდში ნამდვილად არ მოხდება.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებას და მისთვის პატიმრობის შეფარდებას, შემდგომ ნაბიჯად სავარაუდოდ მასზე ძებნის გამოცხადება მოჰყვება, ძებნის გამოცხადებას კი ინტერპოლისთვის მისი საქმის გადაცემა, რათა პრეზიდენტყოფილი წითელ ცირკულარში ჩაისვას და ასე შემდეგ...
ეს პროცედურები მიხეილ სააკაშვილმა გადასარევად იცის და ნაკლებადსავარაუდოა, რომ ბორკილებს გულხელდაკრეფილი დაელოდოს. ის, მასზე ძებნის გამოცხადების საპასუხოდ აუცილებლად მოითხოვს თავშესაფარს რომელიმე „პროსააკაშვილურად“ განწყობილი ქვეყნის მთავრობისგან, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობს, ხოლო როგორ მოხდება შემდეგ მისი დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არავინ უწყის.
ასეთი ქვეყნებია უკრაინა და უნგრეთი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის მიხეილ სააკაშვილს თავშესაფარს არავითარ შემთხვევაში არ მისცემს, რადგან ვინ, ვინ და ამერიკამ იცის ყველაზე კარგად, თუ რა სახის დანაშაულები აქვს სააკაშვილს საქართველოში ჩადენილი. იცის, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს, საქართველო პრაქტიკულად სისტემურ დანაშაულზე დამყარებული შიშით იმართებოდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს და რომ აღარაფერი ვთქვათ 2008 წლის აგვისტოს ომზე, სხვა დანაშაულების დამტკიცებაც საკმარისია, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც დემოკრატიის თანამედროვე აკვანს, სააკაშვილისთვის თავშესაფრის მიცემით ჩრდილი მიადგეს და ჩრდილი მიადგეს ასევე, როგორც მსოფლიოში დემოკრატიის ექსპორტის მსურველ სახელმწიფოს, რისი იმიჯიც მას დღეს აქვს შექმნილი.
მიხეილ სააკაშვილს მითუმეტეს თავშესაფარს არ მისცემენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა - ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია ან იტალია.
საქართველოს პრეზიდენტყოფილს ორი რეალური ალტერნატივა რჩება. მათგან ერთი უკრაინა, ხოლო მეორე უნგრეთია.
რაც შეეხება უკრაინას, დღეს იქ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ პოროშენკომ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი ნამდვილად მისცეს, თუმცა უკრაინის საკითხი ჯერჯერობით გადასაწყვეტია და ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთი უკრაინას არ დათმობს, უკიდურეს შემთხვევაში მის დაშლაზე და გადანაწილებაზე წავა. ეს პროცესი სხვათა შორის დაწყებულია კიდეც. ანუ არავინ იცის, თუნდაც ერთი წლის შემდეგ, რა შიდაპოლიტიკური ვითარება იქნება უკრაინაში, ან საერთოდ იქნება თუ არა ეს ქვეყანა იმ სახით, რა სახითაც რამდენიმე თვის წინ იყო.
რაღა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს, გამომდინარე თავისი არცთუ მამაცი ბუნებიდან, ნამდვილად არ აწყობს თავშესაფარი ისეთ არაპროგნოზირებად სახელმწიფოში, როგორიც უკრაინაა, ვინაიდან იქ ხელისუფლების ცვლის შემთხვევაში, სააკაშვილს პოლიტდევნილის სტატუსს მყისიერად გაუუქმებენ.
მეორე და შედარებით უსაფრთხო ვარიანტი უნგრეთია, სადაც ამ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი იმყოფებოდა კიდეც და როგორც ხმები გავრცელდა, იქ მან თავშესაფრის ძიება უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, სააკაშვილს უნგრეთი თავშესაფარს მისცემს, მითუმეტეს, რომ იქაა თავშეფარებული სააკაშვილის რეჟიმის რუხ კარდინალად წოდებული, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ძებნილი ზურაბ ადეიშვილი.
რა მოხდება შემდეგ, შეძლებს თუ არა ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის არგუმენტირებულად დასაბუთებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტდევნილი კი არა, სისხლის სამართლის დამნაშავეა და შეძლებს თუ არა, რომ უნგრეთი, ან სხვა ქვეყანა, რომელიც სააკაშვილს თავშესაფარს მისცემს, აიძულოს, რომ ბრალდებული გადმოგვცეს, - ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, ამას საკმაო დრო დასჭირდება და პროცესი წლების განმავლობაშიც კი შეიძლება გაგრძელდეს.
სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. რატომ გაიხადა ხელისუფლებამ საქმე ისე, რომ დღეს, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უნდა სდიოს?
რაიმე ახალი გამოიკვეთა სააკაშვილის საქმეში ისეთი, რასაც მას ბრალად თუნდაც მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებში ვერ წაუყენებდნენ? ან საკითხავია, მტკიცებულებებისა და სამხილების ნაკლებობას ხომ არ უჩიოდა მთავარი პროკურატურა, რომ სააკაშვილი დაკითხვაზე მაშინ დაებარებინა, როცა ის საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო თუ პრეზიდენტყოფილი არ გამოცხადდებოდა, მაშინ მას დასაკითხად ბადრაგი მიიყვანდა.
რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ისეთი პოლიტიკური ფიგურის დაკავებას, როგორიც ყოფილი პრეზიდენტია, რკინის არგუმენტები და მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ მსგავს არგუმენტებსა და მტკიცებულებებს სააკაშვილი თავისი მმართველობის პერიოდში უშურველად და შეუნიღბავად აბნევდა და საკმარისი იქნებოდა, რომ თუნდაც ერთი მტკიცებულების საფუძველზე მისთვის ბრალი წაეყენებინათ და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ. ამის შემდეგ, საგამოძიებო უწყებებს ექნებოდათ დრო და საშუალება, რომ სათანადო პროცედურები და სათანადო მტკიცებულებების აკინძვა შედარებით ნაკლებ ცაიტნოტში მოეხდინათ.
გასაგებია ისიც, რომ სააკაშვილის დაპატიმრებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხმაური მოჰყვებოდა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან ხმაური ახლაც მოჰყვა, ხოლო სააკაშვილი აეროპორტიდან აეროპორტებში დაფრინავს.
ექსპერტების მიერ საკმაოდ გონივრულ ნაბიჯად შეფასდა ხელისუფლების მიერ უცხოელი მაღალკვალიფიციური ექსპერტების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებსაც სისტემური თუ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდების პრაქტიკა აქვთ. ექსპერტთა ამ ჯგუფის მოწვევამ, საქართველოს მთავარი საბრალდებო ორგანოს საერთაშორისო სანდოობა ნამდვილად აამაღლა, მაგრამ რა მოხდებოდა, რომ ეს ექსპერტები ცოტა ადრე მოეწვიათ, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, თუნდაც პრეზიდენტის რანგში იმყოფებოდა?
არაფერიც არ მოხდებოდა გარდა იმისა, რომ დღეს მატროსოვის ციხეში, ევროსტანდარტების დონეზე გარემონტებული სამი საკნის ნაცვლად ოთხი საკანი იქნებოდა და საერთაშორისო საზოგადოებასაც სააკაშვილი უკვე გამოტირებული ეყოლებოდა.
ან რას ნიშნავდა ყოფილი პრეზიდენტის მთავარ პროკურატურაში პირველად დაბარება, მაშინ, როცა გამოძიებამ განაცხადა, რომ მის მიმართ კითხვები 10 საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. როგორც გვახსოვს, მაშინ სააკაშვილს ქვეყანა სულ ახალი დატოვებული ჰქონდა და ხომ შეიძლებოდა 10 საქმეზე თუ არა, სამ საქმეზე მაინც, ცოტა ადრე დაესვათ კითხვები პრეზიდენტყოფილისთვის?
სამწუხაროდ, კვლავ დიდია საფუძველი ეჭვისა, რომ სააკაშვილის გადარჩენით, დღევანდელ ხელისუფლებაში საკმაოდ გავლენიანი ძალები არიან დაინტერესებულნი, რომლებიც შესაძლოა, თავიანთი ცხოვრების ჩრდილოვანი მხარით, მეორე სკამზეც კი სხედან.
ასე, რომ ჩვენს მიერ ზემოთნახსენები რეიტინგის ზრდას არცთუ მყარი საფუძველი აქვს და უნდა ვისურვოთ, რომ ეს დროებითი მოვლენა არ იყოს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მართლაც რეალურად დაიწყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი რეალურად დაიწყება, მაშინ, დიდი ალბათობით, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა და კონკრეტულად კი მისი უმცირესობა, მნიშვნელოვან კორექციას განიცდის, რადგან ნაციონალ კანონმდებლებს შორისაც მოიძებნებიან დეპუტატები, რომელთა მიმართაც, გამოძიებას წესით კითხვები ნამდვილად უნდა გააჩნდეს. ამ არგუმენტის გასამყარებლად გია ბარამიძის დასახელებაც საკმარისია, თუმცა მოქმედი დეპუტატის ან დეპუტატების დაკავება, ნამდვილად იქნება იმ აღქმის ჩამომყალიბებელი ფაქტორი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მოიძებნოს სამართლებრივი საფუძვლები, რათა პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
ასეთ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არათუ 40 კაცის გაყვანა (რაც თავის დროზეც კი ძალიან საეჭვო ვითარებაში განხორციელდა), არამედ შესაძლოა, ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი დაუდგეს, რაც სამართალდამცავ ორგანოებს სრულად გაუხსნის ხელ-ფეხს, რომ ყველა დამნაშავეს მოსთხოვონ პასუხი, ვინც არ უნდა იყოს ის.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება და მისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდება, საზოგადოებამ შეიძლება მორიგ სანახაობად აღიქვას, რაც დროთა განმავლობაში, ხალხში ნიჰილიზმის დონეს კიდევ უფრო გაზრდის.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა