logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ
საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ
11:17 15.04.2014
საქართველოს ბოლო 25 წლის ისტორიაში მგონი პირველად, 2014 წლის ივნისში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ფავორიტად არა სახელისუფლებო გუნდი და არა დიდი რუდუნებით შექმნილი ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა, არამედ არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება დასახელდეს.
თუ ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არასაპარლამენტო ოპოზიციამ მინიმუმ მეორე ადგილი მაინც დაიკავა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ უფრო საინტერესო გახდება და პოლიტიკურ დაფაზე შემოვა მოთამაშე, რომელიც ორპოლუსიანობას და როგორც ამბობენ, ურთიერთსასარგებლო კოჰაბიტაციას ბოლოს მოუღებს.
რა არის საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ რამდენიმე თვეში დაგეგმილ არჩევნებზე წარმატებას ის პოლიტიკური ძალა ან ძალები მიაღწევენ, რომლებიც დღეს ხელისუფლების არცერთ შტოში არ არიან წარმოდგენილნი?
ამის საფუძველი საკმაოზე მეტია, თუმცა დღეს რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით.
პირველი ფაქტორი, - ეს ახალი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუებაა.
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი მუთაქას გახსნიდა და ხალხს საკუთარ მილიარდებს დაურიგებდა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მართლაც ასე რომ მოქცეულიყო ყოფილი პრემიერი, რა მასშტაბებს მიაღწევდა ინფლაცია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვინც ასე ფიქრობდა, მათ არ გასჩენიათ კითხვა, თუ რა დამსახურებისთვის უნდა გაეხსნა ივანიშვილს მათთვის მუთაქები. საზოგადოების ასეთ, არცთუ ღრმად მოაზროვნე ნაწილზე, რათა მათში იმედგაცრუება გაეძლიერებინათ, გავლენაც „ნაციონალური მოძრაობაც“ ახდენდა, როცა ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში ჭორებს თესდნენ, რომ საახალწლოდ ბიძინა ივანიშვილი 1000 ლარიან ვაუჩერებს არიგებსო და ასე შემდეგ. იმედგაცრუებულთა მეორე და უფრო დიდი კატეგორია კი ის ხალხია, ვინც ხელისუფლების ცვლილებისგან არა ივანიშვილის მილიარდებს, არამედ საკუთარი ღირსებისა და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენას ელოდა.
სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ მოლოდინი საზოგადოების ამ ნაწილსაც გაუცრუა და დღეს მათი ხმები, ახალი ხელისუფლების აქტივებში ნამდვილად აღარ წავა, ისევე, როგორც ისინი ხმას, არავითარ შემთხვევაში ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მისცემენ, რადგან მათ მიერ ფეხქვეშ გათელილი საკუთარი უფლებები ძალიან კარგად ახსოვთ.
იმედგაცრუებულთა შორის არიან აგრეთვე ისინიც, ვინც წინა ხელისუფლების დროს, სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს და სამსახურში აღდგენას დღემდე ვერ ეღირსნენ.
ზოგადად კი, იმედგაცრუებულთა კატეგორიების ჩამოთვლა საკმაოდ შორს წაგვიყვანს, რაც ამ შემთხვევაში, გამართლებული შეიძლება არ იყოს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდოა, რომ ამ კატეგორიის ხალხთა ხმები, სწორედ არასაპარლამენტო ოპოზიციისკენ გადაიქაჩება.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, - ეს დედაქალაქის მერობის კანდიდატთა დაბალი რეიტინგია.
მოგეხსენებათ, „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის მერობის პოსტზე, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ რეიტინგული და თბილისელებისგან არცთუ მოწონებული, თუმცა სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილისგან ხელდასმული კანდიდატი დავით ნარმანია ჰყავს.
ზოგადად, ამ პიროვნებაზე ნეგატიურის თქმა საკმაოდ ძნელია, რადგან ერთი შეხედვით, ის მშრომელი და დაუღალავი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რაც ამომრჩეველს მისადმი ნდობის ხარისხს უქვეითებს.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის შესახებაც ჩვენს ვებ-გვერდზე არაერთგზის აღგვინიშნავს, და რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე. ეს ფაქტორი თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომელიც, მან მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მისამართით დააფიქსირა. როგორც გვახსოვს, ივანიშვილი, რომელიც გიორგი მარგველაშვილის „ღირსეულობაზე“ თავს დებდა, საბოლოო ჯამში იმედგაცრუებული აღმოჩნდა.
თავის ცნობილ ტელეგამოსვლაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურაში შეცდა. მაშ რა გარანტია არსებობს, რომ იგივე ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ფავორიტად თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა დაასახელა, - ამ შემთხვევაშიც არ ცდება და რა გარანტია არსებობს იმისა, რომ დედაქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში, ნარმანიაც რაიმე განსაკუთრებულ თვისებას არ გამოავლენს?
შეიძლება ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ის მოიყვანონ, რომ დავით ნარმანიამ თავისი უნარები და შესაძლებლობები, რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე უკვე დაამტკიცა, მაგრამ ანალოგიური ლოგიკით, თავის დროზე, საკუთარი შესაძლებლობები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილმაც დაამტკიცა, თუმცა არჩევითი თანამდებობის დაკავების შემდგომ, ის „უკონტროლო გახდა.“
„ქართულ ოცნებაზე“ გაცილებით რთულად აქვს საქმე „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომლის კანდიდატიც დედაქალაქის მერის პოსტზე, ნიკა მელიაა. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ცნობილი კარდიოლოგის, ანზორ მელიას შვილია, თუმცა მას, ეს ნაკლებად აძლევს შანსს, რომ არჩევნებში რაიმე უპირატესობა მოიპოვოს, მით უმეტეს, საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ანზორ მელიას კარდიოლოგიური კლინიკა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელ კანტორად გადაიქცა. ამ ეჭვს ამძაფრებს, ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების ფაქტიც, როდესაც მისი დაცვა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ონიანი ლამის წინასაინფარქტო მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას გული აწუხებდა. გარკვეული ძალები, ონიანისთვის გამოკვლევის ჩატარებას სწორედ ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას კარდიოლოგიურ კლინიკაში ითხოვდნედნ, თუმცა მაშინ ონიანს არ გაუმართლა და მას გამოკვლევები ჩაფიძის კლინიკაში გაუკეთეს.
როგორც ჩაფიძის კლინიკის გამოკვლევებმა აჩვენა, გოგა ონიანი კარდიოლოგიური კუთხით სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. არავინ იცის რა დასკვნა დაიდებოდა ონიანის ჯანმრთელობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოკვლევა ანზორ მელიას კლინიკაში ჩატარდებოდა. ადვილი შესაძლებელია, რომ დასკვნა იდენტური ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვს, იმის შესახებ, რომ ნიკა მელიამ მამამისის კლინიკაც „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში ჩააყენა, დღეს ვერაფერი ვერ გააქარწყლებს.
ყოველივე ამის ფონზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ისეთი კანდიდატის წარდგენა, როგორიც უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, ყველანაირად მომგებიანი ნაბიჯია, რადგან დიმიტრი ლორთქიფანიძე არის პიროვნება, რომელიც არ ასოცირდება არანაირ პოლიტიკურ ძალასთან და ასოცირდება მხოლოდ იმ მოძრაობებთან, რომლებიც ერის მტერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან, ცნობილია დიმიტრი ლორთქიფანიძის დამოკიდებულება ეროვნული ფასეულობებისადმი და გარდა ამისა, მის რეიტინგზე უცილობლად დადებითად აისახება ის ფაქტი, რომ ყოფილი დეპუტატი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი 8 შვილის მამაა.
მესამე ფაქტორი არასაპარლამენტო ოპოზიციის სავარაუდო წარმატებისა ისაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, რეგიონებში მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და რაიონების სათავეში და სოფლის საკრებულოების სათავეში კვლავაც ის ადამიანები არიან, ვინც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით უამრავ უსამართლობას სჩადიოდნენ, დღეს კი, საქმიანობას „ქართული ოცნების“ მანტიით აგრძელებენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არჩევნების ისეთ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც მოსახლეობა მის უშუალო წარმომადგენელს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, თვითონვე ირჩევს და სავარაუდოდ სწორედ ეს იქნება მიზეზი იმისა, რომ ივნისის არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესთა თანხვედრის შემთხვევაში გარიგება აღარ შედგეს, როგორც ეს, როგორც ამბობენ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა, როცა ყველანაირად ეცადნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად დაეფიქსირებინათ. ასეთ გარიგებას ხალხი აღარ დაუშვებს და თუ ეს მაინც მოხდება, მაშინ რეგიონებში მცირე, ლოკალური მნიშვნელობის კონფლიქტებისა და პროტესტის კერებს მივიღებთ.
ჩვენს მიერ ჩამოთვლილი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დღეს არსებული რეალობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ დაფაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოხდეს, რაც თითქმის ორი წლის განმავლობაში კოჰაბიტაციას დამორჩილებულ პოლიტიკურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს.
ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა მკვეთრად შესუსტდება.
ძირითადი ბრძოლა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დედაქალაქის მერობისთვის და საკრებულოს წევრობისთვის იქნება და მართლაც იდეალურ ვარიანტს მივიღებთ, თუ არჩევნების შედეგად დადგება შედეგი, როდესაც არჩეულ მერს საკრებულო გააკონტროლებს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო, ურთიერთკონტროლის რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. რა შედეგი მოგვიტანა მერის მიერ კონტროლირებადმა საკრებულომ, ამის მაგალითი რიყეზეა, სადაც შუშის ხიდთან ერთად, გაურკვეველი ფორმისა და პროექტის ორი სიმახინჯეც დადგეს. აღარაფერს ვამბობთ გმირთა მოედანზე დადგმულ მემორიალზე, რომელიც ასევე სიმახინჯისა და დაშრეტილი ფანტაზიის ძეგლად უფრო შეიძლება მივიჩნიოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში არა ორი, არამედ სამი ძირითადი პოლიტიკური მიმართულება დაფიქსირდა, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილი პერიოდი საქართველოს ცხოვრებაში 2016 წლამდე, იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პერიოდი და აღნიშნულ ორ წელიწადში, ყველა პოლტიკური ძალა ეცდება, რომ თავი ისე წარმოაჩინოს, რომ რაც შეიძლება მეტი დივიდენდებისა და მხარდამჭერების დაგროვება შეძლოს მომავალ არჩევნებამდე.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, იგივე მემარჯვენეებსა და მათ ალიანსს, რამდენად არის შესაძლებელი მათ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მიღწევა, - ძნელი სათქმელია.
ასევე, ნაკლებადსავარაუდოა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა“ მოძრაობამ თავის სტილს უღალატოს და პოლიტიკური ბრძოლა წესების დაცვით, დემაგოგიისა და არცთუ ჯანსაღი პიარის გარეშე განაგრძოს, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ ნაციონალებს თვითმმართველობებში ტრიბუნა პრაქტიკულად გამოეცლებათ, ისინი მხოლოდ პარლამენტის იმედზე იქნებიან, სადაც მათ საკმაო წარმომადგენლობითობა აქვთ. ამ ფონზე კი, მათი ბრძოლის ჩვეულებრივი მეთოდი კიდევ უფრო მწვავე სახეს მიიღებს და ისინი თავიანთ არსენალში, უკვე მაქსიმალურად ეცდებიან ნერვების ომიც შეიტანონ, რისი გამოცდილებაც მათ ნამდვილად აქვთ.
რაც შეეხება პარლამენტს, რომლის შემადგენლობის 40 პროცენტიც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული, მოკლე დროის შემდეგ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობაც დადგეს ეჭვქვეშ და დღის წესრიგში, ვადამდელი არჩევნების ჩატარების თემა გააქტიურდეს.
ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ალიანსი ,,ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია”, არჩევნებში ხმების იმ რაოდენობაზე მეტს მოაგროვებენ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგროვებს, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კოჰაბიტაციური პოლიტიკის წყალობით, მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდა.
ამ შემთხვევაში, გაერთიანებულ ოპოზიციას ექნება სრული უფლება, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს, რისი შედეგებიც, თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ისეთი ნამდვილად არ იქნება, როგორიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიხატა.
ამ ფონზე, იქედან გამომდინარე, რომ ახალ ხელისუფლებას მთავარ ოპოზიციად ნამდვილად აწყობს ისეთი დისკრედიტებული და საზოგადოებაში არაპოპულარული ძალა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა,“ გამორიცხული არ არის, რომ ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის გარიგებაც დაიდოს, რაც ერთის მხრივ „ქართულ ოცნებას“ მართველობას გაუადვილებს, მეორეს მხრივ კი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არსებობას გაუხანგრძლივებს.
ამ ვარაუდს ამყარებს ის ხმებიც, რომლის თანახმადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყოფილი და ახალი ხელისუფლება, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებითაც გარიგდა და რომელიც საფუძველს მოკლებული მართლაც შეიძლება არ იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ყოფილ ხელისუფლებასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გარიგდება და მას კვლავ მეორე ადგილზე გაიყვანს, გაერთიანებულ ოპოზიციას ამ შემთხვევაშიც ეძლევა სრული იურიდიული უფლება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, არამედ თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელების ლეგიტიმურობის საკითხი.
ყველა წინაპირობის თანახმად, სავარაუდოდ, შემოდგომიდან აუცილებლად დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი, თუმცა რა სიმწვავით დადგება ის დღის წესრიგში, ეს დიდწილადაა დამოკიდებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე.

ალექსანდრე კაპანაძე
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა