logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„უივანიშვილო“ პოლიტიკის სავარაუდო სცენარი
„უივანიშვილო“ პოლიტიკის სავარაუდო სცენარი
15:45 26.06.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთ-ერთი უცხოური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ, ბოლო დღეებში ქართული მედიასივრცის, უპირველეს ყოვლისა ელექტრონული მედიის თითქმის უცვლელი დღის თემა გახდა.
იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის განცხადება, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან მოკლე დროში, მისი პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობის გაგრძელების შესახებ.
თითქმის ყველა პოლიტოლოგმა, ექსპერტმა და პოლიტიკოსთა თუ მოპოლიტიკანო ელემენტთა უმრავლესობამ, აღნიშნულ ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა, რომელთა შორისაც ისეთმა ფრაზებმაც გაიჟღერა, თითქოსდა ივანიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება, მის მიერ პასუხისმგებლობიდან თავის დაღწევის მცდელობით იყო გამოწვეული.
აღნიშნული შეფასების გაკეთება არა მარტო პოლიტიკური სიბეცის, არამედ, ასევე პოლიტიკური ამნეზიის კლინიკური გამოვლინებით შეიძლება აიხსნას, ვინაიდან, უმარტივესი ლოგიკით, თუ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობის შიში ჰქონდა, ის ამ პასუხისმგებლობას ელემენტარულად, საკუთარ თავზე არც აიღებდა.
საერთოდ კი, პრემიერ-მინისტრის მიერ, პოლიტიკიდან ახლო მომავალში წასვლის შესახებ განცხადების გაკეთება, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების ასრულებად შეიძლება ჩავთვალოთ, ვინაიდან საზოგადოებას კარგად ახსოვს, -ივანიშვილმა, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე განაცხადა, რომ პოლიტიკა მისი სტიქია არ იყო, ეს ნაბიჯი მან იძულებით გადადგა და პოლიტიკიდან წასვლასაც უახლოეს მომავალში გეგმავდა.
ზოგადად კი, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სანამ დღევანდელი პრემიერი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ხმამაღლა განაცხადებდა, მას, მოქმედების რამდენიმეწლიანი გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომელსაც ის დღემდე შვეიცარიული საათის სიზუსტით ასრულებს.
როგორც აღვნიშნეთ, განცხადება პოლიტიკიდან ახლო მომავალში წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრს, ადრეც რამდენჯერმე ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ეს განცხადებები, მისი გაკეთების დღეებშიც კი, მეათეხარისხოვან ნიუსად იყო მიჩნეული.
საინტერესოა, რა იყო ასეთი მოულოდნელი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რის გამოც ის, რამდენიმე დღის უცვლელი თემა გახდა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული თემა, ნაციონალური ხელისუფლების ჯერ კიდევ მეხოტბე მედიასაშუალებებმა „ასწიეს,“ რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი და ნეიტრალური მედიაც აჰყვა, ხოლო საბოლოოდ თითქმის ერთკვირიანი მედიააჟიოტაჟი მივიღეთ.
ამ თემის წამოწევა ყოფილ ხელისუფლებას ნამდვილად აწყობდა. ცალკე საკითხია რამდენად უშველის მიცვალებულს ხელოვნური სუნთქვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემის ტირაჟირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შეინარჩუნოს ის თითზე ჩამოსათვლელი მხარდამჭერები მაინც, რომლებიც შემორჩა და ამ მხარდამჭერებს გულში, მომავლის, ანუ „ბიძინასგარეშე“ პოლიტიკის და ამ პოლიტიკაში მათი დაბრუნების იმედი ჩაუსახოს.
სხვათა შორის, შიდა ქართლის ღვინის ფესტივალზე, როდესაც შეზარხოშებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი იუმორი სრული ბრწყინვალებით წარმოგვიდგინა, - კიდევ ერთი კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, მისგან განსხვავებულად მოაზროვნეს წამოაძახა, რომ ბიძინას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რაღას იზამო.
ეს წამოძახება იურიდიულ ენაზე, მუქარის შემცველი იყო.
კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლას უკავშირდება, - თავად ივანიშვილის ერთ-ერთი განცხადებაა, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გააკეთა და რომლის თანახმადაც, პრემიერმა, მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე, პრეზიდენტიც კი ვერ დაარწმუნა იმაში, რომ პოლიტიკიდან ნამდვილად წავიდოდა.
ანუ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილიც კი ვერ იჯერებს „იმ მოსალოდნელ ბედნიერებას,“ რასაც ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჰქვია და მოუთმენლად მოელის იმ დღეს, როდესაც პიროვნება, რომელმაც ის 1 ოქტომბერს ორივე ბეჭზე დასცა, - პოლიტიკიდან წავა და ასპარეზი ისევ სააკაშვილს დარჩება.
მაშინ როცა თავად პრეზიდენტი ასე ფიქრობს, რა გასაკვირია, რომ გორში, ან ქვეყნის სხვა რომელიმე პროვინციაში, მავანი და მავანი იმედოვნებდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მაგიდაზე გადასკოტჩილი უდანაშაულო გლეხების გაუპატიურების ტენდენცია კვლავ ძველი დიდებით აღორძინდება და ვინ იცის, იქნებ მიტინგზე დახოცილი ხალხის მაღაზიის თავზე შემოწყობასაც კი მოესწრნონ კვლავ.
ამ ყველაფერს, რეალობიდან გაქცევა და ილუზიებში გადავარდნა უფრო ჰქვია, ვიდრე საფუძვლიანი იმედი ან ვარაუდი.
არავის არ მიუქცევია, ან არ უნდათ რომ ყურადღება მიაქციონ ბიძინა ივანიშვილის განცხადების ერთ დეტალს, როცა ის ამბობს, რომ სამოღვაწეოდ, უფრო რთულ, სამოქალაქო სექტორს ირჩევს.
სამოქალაქო სექტორი კი, ყველა ცივილიზებულ, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში, ხელისუფლების შემადგენლობას თავად განსაზღვრავს, იაფფასიან ტრიუკებს ნაკლებად ენდობა და თავის უფლებებს ბოლომდე იცავს.
მოგეხსენებათ, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ამ დონეზე განვითარდა, მაშინ მას, ათი მიხეილ სააკაშვილი და ამდენივე ვანო მერაბიშვილიც ვერაფერს დააკლებს.
ასე, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში, მიხეილ სააკაშვილის ილუზია ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ძველი დიდების აღდგენის შესახებ, იმ ბავშვის ოცნებას ჰგავს, რომელიც ზღაპარში მოსმენილი არარსებული სახელმწიფოს მეფობაზე ოცნებობს.
უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესი კვლავ რეალურად გაგრძელდა და ხალხს ღირსების განცდა დაუბრუნდა, სწორედ, რომ სამოქალაქო საზოგადოება აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას, რა პოლიტიკური ძალითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი, რომ სისტემური დანაშაულის არა მარტო შემსრულებლებს, არამედ შემოქმედებსაც, პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგებინონ.
საქართველოს საზოგადოებას კი, პოლიტიკური ცხოვრების სათანადო ანალიტიკური უნარის გამოსამუშავებლად, ნამდვილად სჭირდება სერიოზული ძალა სამოქალაქო სექტორში, რომელიც წინასწარ კარგად გათვლილი მიდგომების საფუძველზე შეძლებს საზოგადოების ცნობიერებაში გარდატეხა შეიტანოს, შექმნას სათანადო ინსტიტუტები, აამაღლოს საზოგადოების პასუხისმგებლობის დონე და შექმნას ეროვნული იდეოლოგია შოვინიზმის გამოხატული ელემენტების გარეშე.
დასამალი ნამდვილად არაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის ძალიან მცირეპერიოდიანი გამოცდილება გააჩნია და დასამალი არც ისაა, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება სათანადო მიმართულებით გაზრდა, რათა ისეთი ბრმა და საბედისწერო შეცდომა აღარ დაუშვას, როგორც ეს 2003 წელს მოხდა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ამ შეცდომას მაინც დაუშვებს, უნდა იყოს მზად , რომ ის სასწრაფოდ გამოასწოროს.
დღევანდელი რეალობის ანალიზიდან გამომდინარე კი, სამოქალაქო საზოგადოება ჯერ ამისთვის მზად არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი სამოქალაქო სექტორში გადავა, უნდა შექმნას მძლავრი სამოქალაქო ინსტიტუტები სათანადო ბერკეტებით, რათა ხელისუფლება მუდმივი კონტროლისა და პასუხისმგებლობის გრძობის ქვეშ მუშაობდეს.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უნდა შეძლოს და აღნიშნული ინსტიტუტების სიკეთესა და აუცილებლობაში საზოგადოება დაარწმუნოს, რათა ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, კლანური მმართველობის სისტემიდან, უწყებათა და ინსტიტუტთა ურთიერთკონტროლის სისტემაზე გადავიდეს.
ეს თავისთავად, კანონის უზენაესობასაც განაპირობებს.
ასე, რომ ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იმაზე გაცილებით უფრო მძიმე მისია ექნება შესასრულებელი, ვიდრე ეს, - წინა ხელისუფლების მოშორება იყო.
ვფიქრობთ, საქართველოში დღეს უკვე დადგა დრო, როდესაც არასამთავრობო სექტორის განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი და შესაძლოა საწყის ეტაპზე არაპოპულარული ნაბიჯებიც კი უნდა გადაიდგას.
საქართველოს დღეს სჭირდება ისეთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც ქართველი ხალხის დაკვეთას მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
დამეთანხმებით, საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. უფრო მეტიც, მათი ქმედება ხშირ შემთხვევაში, არა ხელისუფლების კონტროლს, ან საზოგადოებრივი აზრის გატარებას ემსახურება მიზნად, არამედ ისინი პირთა ისეთი ჯგუფების აქტუალიზაციას და პროპაგანდას ეწევიან, ვის მიმართაც საზოგადოებას თავისი ჩამოყალიბებული შეხედულება აქვს და ხშირ შემთხვევაში, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ორმაგი სტანდარტების მატარებელ დასავლეთის კლასიკურ ქვეყნებსაც მოგვაგონებენ.
მაგალითად, თუ დღეს საქართველოში პირთა ჯგუფმა სცემა ვინმე რიგითი მოქალაქე, ეს ჩვეულებრივ ხულიგნობად კვალიფიცირდება და ნაცემი მოქალაქის დაცვაზე არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები რა თქმა უნდა დიდად თავს არ შეიწუხებენ, მაგრამ თუ იგივე ქმედება განხორციელდა სექსუალური ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ, მიუხედავად იმისა რა წინაპირობაც არ უნდა უძღოდეს ამ ძალადობას წინ, - ეს მაშინვე ლამის ეროვნულ ტრაგედიად საღდება და საქართველო, როგორც ჩამორჩენილი და დახავსებული შეხედულებების მქონე ხალხით დასახლებული ტერიტორიული ერთეული, - მსოფლიოს თვალში, კიდევ ერთხელ წარმოჩინდება.
ქართველ ხალხს კი სჭირდება ისეთი არასამთავრობო სექტორი, რომელიც თანაბრად დაიცავს როგორც სექსუალური უმცირესობის, ასევე უმრავლესობის ინტერესებს.
სხვათა შორის, ქართულ საზოგადოებაში, იმ არასამთავრობოთა მიმართ ანტიპათია, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლებში დაიბადა, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ეს ანტიპათია უკვე კრიტიკულ ზღვარსაა მიახლოებული, რაც სწორედ იმის დამსახურებაა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა, სწორედ რომ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და მათი დიდი ნაწილი დღესაც მისტირის წინა ხელისუფლებას და ჩასაფრებულია, თუ რით და როგორ გააკრიტიკოს ახალი ხელისუფლება, მაშინ როცა სააკაშვილის ჯალათების მიერ ქუჩაში ხალხის დახოცვაზეც კი, ზოგიერთები თვალს ხუჭავდნენ, ან ზოგ შემთხვევაში ამ დახოცვისთვის, ხელისუფლებას მწვანე შუქს უნთებდნენ.
ყველას კარგად ახსოვს 2011 წლის 26 მაისს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლითაც ის, პრაქტიკულად იურიდიულად ამართლებდა მოსალოდნელ დარბევას და ამით ახდენდა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წახალისება, მოეწყოთ სისხლიანი კალო რუსთაველის გამზირზე.
შეგახსენებთ, რომ საიას მიერ, აღნიშნული განცხადება, აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ბასის ცნობილი და ავადმოსაგონარი განცხადების გაკეთებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე გაკეთდა.
ამ და სხვა ფაქტორების გამო, საზოგადოებას, როგორც აღვნიშნეთ, იმ არასამთავრობოების მიმართ, ვინც უცხოეთიდან ფინანსდებიან, - თავისი შეხედულება უკვე ჩამოყალიბებული აქვს, თუმცა, დღეს ქვეყანაში, ზოგიერთ არასამთავრობოს, იმაზე მეტი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვიდრე სამთავრობო სტრუქტურას.
არის შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები არა მაკონტროლებლების როლში, არამედ პოლიტიკის განმსაზღვრელის როლში, ხოლო სახელმწიფო უწყებები, თავის მართლების რეჟიმში გვევლინებიან.
იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებისგან კანონდარღვევა დაფიქსირდება, რა თქმა უნდა ამას საზოგადოებამ და მათ შორის არასამთავრობო სექტორმაც სათანადო რეაქცია უნდა მისცეს, რაც კანონდამრღვევი უწყების კონკრეტული დამნაშავეების დასჯით უნდა გამოიხატოს, თუმცა არსებოს საკმაოდ დიდი რისკი და საშიშროება იმისა, რომ არასამთავრობო სექტორი, უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი იმ ქვეყნების გავლენის გასაძლიერებლად იყოს გამოყენებული, ვისგანაც ესა თუ ის ორგანიზაცია ფინანსდება.
უფრო მეტიც, იმის შესახებ, რომ ის საკუთარ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ინტერესს ატარებს, შესაძლოა თავად ამა თუ იმ არასამთავრობოს ხელმძღვანელმა პირმაც კი არ იცოდეს.
სხვათა შორის ეს არის უდიდესი საფრთხე, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მასზე უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნების წინაშეც დამდგარა და ზოგ შემთხვევაში, ამ საფრთხის წინაშე, ეს ქვეყნები უძლურნი აღმოჩენილან.
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი, ხშირ შემთხვევაში იმ საერთაშორისო ნორმის „კომპენსირებას“ ახდენს, რომლის თანახმადაც, ერთ სახელმწიფოს, მეორე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში მეორე ქვეყანა პირდაპირ ვერ ჩაერევა, მას ამ საქმისთვის, მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენება შეუძლია, რომელიც იმ ქვეყანაში ფუნქციონირებს, რომლის საშინაო საქმეებში ჩარევის სურვილიც აქვს.
აქედან გამომდინარე, ეჭვი, რომ საქართველოში მოქმედი და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები ქართველი ხალხის ინტერესების გამოხატვით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, - საფუძველსმოკლებული არაა.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ფორმულა საფრთხის შემცველია არა მარტო ისეთი სიდიდისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის როგორიც საქართველოა, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი და ასე განსაჯეთ სუპერსახელმწიფოებისთვისაც კი.
ამის დასტურია ის, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, „უცხოელ აგენტთა“ შესახებ კანონი მიიღო.
ამ შემთხვევაში აგენტი არ ნიშნავს პირს, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სადაზვერვო და ჯაშუშური მისიით იმყოფება. დუმის მიერ მიღებული კანონის თანახმად, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი ენიჭება ყველა იმ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
ანუ, საქართველოში ეგზომ პოპულარული და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანალოგები, რუსეთში ოფიციალურად, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსს ატარებენ.
აღნიშნულ „უცხოელ აგენტებს,“ პრაქტიკულად იგივე უფლებები აქვთ რუსეთში, რაც საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ერთ გამონაკლისს, რომ ნებისმიერი მედია თუ ინტერნეტ აქტივობის დროს, მათ თავიანთი სტატუსი აუცილებლად უნდა მიუთითონ, რადგან ეს სავალდებულოა.
ანუ, როდესაც რუსეთში, ესა თუ ის მსგავსი ტიპის არასამთავრობო განცხადებას აკეთებს, ვალდებულია, რომ განაცხადოს მისი „უცხოეთის აგენტობის“ შესახებაც, რას საზოგადოებას აძლევს დაფიქრების საბაბს, ენდოს თუ არა მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ქართულ რეალობაში, მაგალითებიდან გამომდინარე, როდესაც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მასმედიის საშუალებით გამოდის და ქართულ ენაზე აცხადებს, რომ, მაგალითად, - განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების უფლებები პრიორიტეტულია, ამას ხალხი სხვანაირად აღიქვამს, ხოლო თუ ის თავის სავალდებულო ფრაზასაც გაიმეორებს და იტყვის, რომ “უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მატარებელია, მაშინ საზოგადოება შინაგანად, მეტ უფლებას დაიტოვებს, რომ მისი განცხადების გულწრფელობაზე დაფიქრდეს.
უფრო მეტიც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის - fara-ს ანალოგია, რის გამოც რუსული კანონი, საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს შეესაბამება.
ანუ, გამოდის რომ, მსოფლიოს ისეთი ზესახელმწიფოები როგორებიც არიან რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, თავადვე უფრთხიან იმ საშიშროებას, რაც მათ, ერთი შეხედვით უწყინარი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით შეიძლება მიიღონ და პრევენციის მიზნით ისეთ კანონებს იღებენ, რომელიც საქართველოში მოქმედი „სტანდარტებით“ დიქტატურის დეკლარირებად იქნებოდა აღქმული.
ასე, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, პოლიტიკიდან უფრო რთულ სფეროში გადასვლასთან დაკავშირებით, საფუძველი ნამდვილად გააჩნია და თუ ის შეძლებს და ქვეყანაში ჭეშმარიტად სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, ნიშნავს, რომ ქვეყნის შემდგომი ხანგრძლივვადიანი განვითარების საქმეში, თავის უდიდეს წვლილს შეიტანს.
ხოლო რაც შეეხება საქართველოში დღეს მოქმედ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოთა დიდ უმრავლესობას, საჭიროა, რომ ხალხმა მათი ალტერნატივა დაინახოს, რაც ზოგადად, არასამთავრობოების მიმართ, მათი ჯანსაღი შეხედულებების ფორმირებას შეუწყობს ხელს.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა