logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საპრეზიდენტო ვნებები
საპრეზიდენტო ვნებები
10:48 13.05.2013
გასულ კვირაში კიდევ ერთი ხანგრძლივი მოლოდინის ეტაპი დასრულდა. ქვეყანას, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შემდეგ, მეორე ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს.
ქართული პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც მთელი საქართველო, განსაკუთრებით ელოდა საპარლამენტო არჩევნების ტრიუმფატორი ძალის - „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას. იყო უამრავი ვარაუდი, მითქმა-მოთქმა, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაც კი, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ კოალიციის მხრიდან, საპრეზიდენტოდ გიორგი მარგველაშვილის დასახელება, საზოგადოებისთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო.
რაც შეეხება ვარაუდებს და შეფასებებს, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შემდეგ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის,“ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტოლოგების მხრიდან გამოითქვა, - მოულოდნელი არც აქ ყოფილა არაფერი, თუ არ ჩავთვლით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი დროებითი კანდიდატია და მის ნაცვლად კენჭს საბოლოოდ თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყრის.
ამ ვერსიას, ყველა სხვა ვარაუდთან შედარებით, არსებობის ყველაზე ნაკლები უფლება აქვს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს დღეს, სავარაუდოდ, თუ ყველაზე მეტად რაიმე არ უნდა, ეს ქვეყნის პრეზიდენტობაა. შეგნებულად არ ვამბობთ ტერმინ - „ქვეყნის პირველ პირობა“-ს, ვინაიდან ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი უკვე რამდენიმე თვეა არის, ხოლო დათმობს თუ არა ის ამ არაოფიციალურ სტატუსს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამ ეტაპზე რთულად საპროგნოზოა.
ზოგადად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილი ერთი ან ორი წლის შემდეგ აქტიურ პოლიტიკას მართლაც ჩამოშორდება და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებს, ის სავარაუდოდ მაინც დაიტოვებს რამდენიმე მძლავრ ბერკეტს, რომელსაც ქვეყნის განვითარების სტრატეგიიდან გადახვევის შემთხვევაში აამოქმედებს. ასე, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა ერთადერთი რამისთვის - სახელისთვის თუ შეიძლება სჭირდებოდეს, თუმცა პრემიერი თავისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ამ სახელით ნაკლებადაა დაინტერესებული. ხელისუფლების სხვა ყველა ბერკეტს კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის დღესდღეობით სრულად ფლობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადება ივანიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე, უფრო აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის განცხადებას ჰგავს, რომელიც აშკარად ვეღარ თვლის თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ნაბიჯებსა და ვარაუდებს, და პროგნოზებს სპონტანურად, ჰაერზე აკეთებს.
ნაციონალების განცხადებაზე უფრო საინტერესო იყო ახალი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის წევრის და ერთ-ერთი პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატის - ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან კოალიციის კანდიდატის დასახელებამდე ორი დღით ადრე გააკეთა. როგორც ცნობილია, ალასანიამ განაცხადა, რომ ამ პროცესის ბოლო სერია მას ნანახი აქვს.
ის, რომ ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაასახელებდნენ, თავიდანვე ცხადი იყო, ხოლო, თუ რა იგულისხმა „საპრეზიდენტო ბრძოლის ბოლო სერიაში“ თავდაცვის მინისტრმა, აქ ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს უბრალოდ გაბრაზებული ან გულდაწყვეტილი კაცის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება იყოს.
კიდევ ერთი საინტერესო განცხადება, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირაში გაკეთდა, ეს დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება იყო, როდესაც მან რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატებად „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ალასანია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დავით ბაქრაძე დაასახელა. გიგი უგულავას ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ალასანიას გაპრეზიდენტებით სერიოზულად იყო დაინტერესებული, თუმცა საეჭვოა, რომ კოალიციის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებაზე გიგი უგულავას განცხადებას გავლენა მოეხდინოს.
ასეა თუ ისე, მოქმედი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია და ის სხვა კანდიდატებთან შედარებით, გასაგები მიზეზების გამო, ბევრად უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა მთავარია, რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის თანაბარუფლებიან პირობებში და თავად არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. მანამ კი „ქართული ოცნების“ იმ კანდიდატის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, ავლაბრის რეზიდენციაში დასამკვიდრებლად იბრძოლებს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან გიორგი მარგველაშვილი არ არის პოლიტიკოსი, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და საზოგადოება მას სხვა სფეროებიდან უფრო უკეთ იცნობს.
ის თავიდან ჟვანიას გუნდთან ასოცირდებოდა, 2008 წლის შემდეგ კი ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი სახე გახდა. შემდეგ ეტაპზე კი, მან პოლიტიკა პრაქტიკულად მიატოვა და საზოგადოებას სულ სხვა კუთხით - ექსპერტად მოევლინა, თუმცა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი იმ სფეროს ჩაუყენეს სათავეში, რომელშიც მას ალბათ ყველაზე მეტი გამოცდილება და კომპეტენცია გააჩნია.
საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ, მისი მინისტრად დანიშვნის შემდეგ, პირველ თვეებში, პრემიერ-მინისტრი, გიორგი მარგველაშვილის მიმართ არცთუ დადებითად იყო განწყობილი. ამის მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ ერთ განცხადებაზე, - როდესაც მან სწავლის საფასურის გაძვირებაზე ისაუბრა და რომელსაც ოპონენტების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა, - ბიძინა ივანიშვილის რეაქციაც საკმარისია. როგორც საზოგადოებას ახსოვს, პრემიერმა მაშინ განათლების მინისტრს უსაყვედურა, რომ ის საზოგადოებას, მისი აზროვნების - ანუ ფილოსოფიური ლექსიკით ესაუბრებოდა, რისი სათანადოდ აღქმაც ხალხს უჭირდა.
საკითხავი ისაა, რომ თუ მაშინდელმა განათლების მინისტრმა და დღევანდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვერ მოახერხა და საზოგადოებამდე ვერ მიიტანა ერთი მარტივი გზავნილი, რომელიც სინამდვილეში სწავლის საფასურის გაიაფებას ეხებოდა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ამომრჩევლამდე ყველა იმ მესიჯის მიტანას, რომელიც მისი წინასაარჩევნო პროგრამით იქნება განსაზღვრული და უფრო მეტიც, შეძლებს თუ არა ის, თავისი „ფილოსოფიური ლექსიკით,“ დაარწმუნოს უბრალო ამომრჩეველი მისი პროგრამის უპირატესობაში.
როგორც ბოლო ოცი წლის სამწუხარო პრაქტიკა გვიჩვენებს, ქართველ ხალხს საქმეზე მეტად დაპირებები ხიბლავს, დაპირებებს შორის კი ყველაზე მეტად იმას უჭერს მხარს, რომელიც უფრო არარეალურია, სამაგიეროდ ლამაზადაა შეფუთული.
ასე, რომ მიუხედავად იმ უდიდესი უპირატესობისა, რომელიც გიორგი მარგველაშვილს აქვს და რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მისი ბრძოლის გზა საპრეზიდენტო სავარძლისკენ, ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იქნება და მას და მის გუნდსაც ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ.
თუმცა ერთი ფაქტორი, რაც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს ნამდვილად წაადგება, - ეს მისი წარსულია. მისი აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის ნაკლები გამოცდილების გამო, მარგველაშვილის მიმართ, საზოგადოების ცნობიერებაში ნეგატიური ნალექი ნაკლებად იქნება, რისი გამოყენებაც გიორგი მარგველაშვილს შეუძლია.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებში შალვა ნათელაშვილს და გიორგი მარგველაშვილს გაუწევენ კონკურენციას, მათი ვინაობა ალბათ ნელ-ნელა უკვე ცნობილი გახდება.
იგულისხმება ისეთი კანდიდატები, ვისაც რეალურად შესწევს ძალა საპრეზიდენტო სავარძლისთვის იბრძოლოს, ხოლო პრეზიდენტობის მსურველი აბსოლურტურად უცნობი კანდიდატურების ნაკლებობას, ქართველი ამომრჩეველი არც ადრე უჩიოდა და სავარაუდოდ არც მომავალში იქნება მათი დეფიციტი.
როგორც ცნობილია, ყოფილი ხელისუფლება საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის გზით გამოავლენს. ეს სიახლე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ნამდვილად პოზიტიური პრეცედენტი იქნება, თუმცა რამდენად უშველის ის გაკოტრებულ და უფსკრულისკენ თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმქროლავ „ნაციონალურ მოძრაობას,“ - ძნელი სათქმელია.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი განიხილება. მათ შორისაა ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე და გია ბარამიძე.
ჩამოთვლილ კანდიდატებს სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დაემატება, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ მათ შორის ვინმე ავტორიტეტული ახალი სახე ვიხილოთ, რომელიც შეძლებს და საზოგადოების განწყობას 180 გრადუსით შემოაბრუნებს. ხოლო ვანო მერაბიშვილს ან გია ბარამიძეს, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაიმერის წესით დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად თუ პირდაპირ, ამას საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს და შედეგი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება. პრაიმერის მეთოდი ყოფილი ხელისუფლების მიერ მოგონილი ხერხია, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, მისი პრეცედენტი, ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოზიტიურ როლს აუცილებლად ითამაშებს.
კიდევ ერთი რეალური საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ჯერჯერობით საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ ჩქარობს, ეს -„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეა.
ნინო ბურჯანაძეს, სხვა გამოცხადებულ თუ პოტენციურ კანდიდატებთან შედარებით, ხელში ერთი მნიშვნელოვანი კოზირი უჭირავს. მას შეუძლია ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესით უკმაყოფილო ამომრჩევლების ხმები თავისკენ მიიზიდოს, რადგან მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ნინო ბურჯანაძისგან წინა ხელისუფლებასთან კოაბიტაციურ რეჟიმში ყოფნა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნინო ბურჯანაძის გუნდში წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრები ყველაზე მრავლად არიან წარმოდგენილნი და სამართლიანობის აღდგენით, ისინიც პრინციპულად არიან დაინტერესებულნი. ბურჯანაძე კი, წლების განმავლობაში გამოცდილი თანამებრძოლების ღირსების ხარჯზე, კოაბიტაციურ შეთანხმებაზე ნამდვილად არ წავა, მითუმეტეს, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაკვეთაა და საზოგადოებაც, საკუთარი ღირსების რეაბილიტაციის შესაძლებლობას სწორედ დამნაშავეების დასჯაში ხედავს.
ყველა ეს პროგნოზი სავარაუდოდ მოვლენათა სტაბილური განვითარების შემთხვევაში შეიძლება გამართლდეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა, საკუთარი საპრეზიდენტო ამბიციები აღარ დამალოს და ავლაბრის რეზიდენციაში ხუთწლიანი საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლაში ჩაებას.
ასეთ შემთხვევაში მოვლენები რთულად განვითარდება, ვინაიდან ალასანიას ამ ნაბიჯს, კოალიციის და მისი ლიდერის მხრიდან ნეგატიური შეფასება და დამოკიდებულება მოჰყვება, რაც თავის მხრივ ალასანიას გუნდის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მისი გუნდი, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში საკმაო დოზითაა წარმოდგენილი, მათმა უკმაყოფილებამ კი, ქართულ პოლიტიკურ რუკაზე შესაძლოა დროებითი, მაგრამ გარკვეული დისბალანსი მაინც გამოიწვიოს.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან სავარაუდოდ ისეთი კანდიდატებიც, რომელთა არსებობასაც საზოგადოება არჩევნებიდან არჩევნებამდე ძლივს იმახსოვრებს, თუმცა ყველა მათგანის ერთად აღებული შედეგიც კი, არჩევნების საერთო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
დღეს არსებული პოლიტიკური სურათის თანახმად კი, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ ორრაუნდიანი იქნება და მასში ერთმანეთს, ძირითადად, კოალიციისა და „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, ორიგინალური არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ის უკვე კარგა ხანია ადექვატურობის ჩარჩოებს გასცდა და თავმოყვარეობადაკარგულმა, უკვე აღარც კი იცის რას აკეთებს.
რომ აღარაფერი ვთქვათ მის წინა, ადრეულ განცხადებებზე, ის რაც სააკაშვილმა უნივერისტეტში და „ილიაუნში“ იკადრა, არათუ ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი ნორმალური ფსიქიკის ადამიანის ქცევის ჩარჩოებს სცილდება და აშკარად ფსიქიატრიის სფეროს კომპეტენციაში გადადის.
საერთოდ კი, ძნელი სათქმელია რაში სჭირდებოდა სააკაშვილს მისი მისამართით გინების და ათასგვარი დამამცირებელი შეძახილების საკუთარი ყურით მოსმენა, ან რა პოლიტიკური დივიდენდი მოუტანა მას წინასწარშერჩეულ სტუდენტებთან ძუძუების ჭამაზე და ბუსუსებიან პრეზერვატივებზე საუბარმა. ამ ყველაფერს ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული მოჩვენებითი მონოლითურობა უკვე წარსულს ჩაბარდა და მათი ქმედება, არათუ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა სინქრონულ ნაბიჯებს, არამედ თავის გადასარჩენად გადადგმულ სპონტანურ და ქაოტურ ნაბიჯებს უფრო წააგავს.
უნივერსიტეტში სტუმრობისას საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პიარ-ტყუილის შესახებ მიიღო თვალნათელი დასტური. ეს პრეზიდენტის მიერ, დაახლოებით ერთი თვის წინ, დაცვის გარეშე, საკუთარი ელექტრომობილით გადაადგილების შესახებ გაკეთებული განცხადება იყო. საზოგადოებას ისიც კარგად ახსოვს, რომ ბაქოში ვიზიტის წინ, მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა, თუმცა უნივერსიტეტის ეზოში, გასულ კვირაში, ის კვლავ დაცვის სრული შემადგენლობით და რაც მთავარია დაჯავშნული მერსედესებით გამოჩნდა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საუბარს უნივერსიტეტის და „ილიაუნის“ სტუდენტებთან, ის, როგორც აღვნიშნეთ ადექვატურობის ყოველგვარ ჩარჩოს სცილდებოდა და ამ ვიზიტებმა და გამონათქვამებმა, მიხეილ სააკაშვილის ისედაც მცირე მხარდამჭერთა რიგები კიდევ უფრო შეათხელა.
სააკაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, არსებობს საკმაოდ სერიოზული საფრთხე, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე შეიძლება შეურაცხადი გახდეს და ამ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ არჩევნების თარიღი, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ და ქვეყნის ოფიციალურად მეორე პირმა დანიშნოს.
ამავდროულად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა, რადგან მისი რეჟიმის მიერ გამწარებული მოსახლეობა, როგორც ჩანს უარს არც პირად შურისძიებაზე იტყვის, რისი მაგალითიც უნივერსიტეტთან და „ილიაუნთან“ გამართული აქციებია. მართალია აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნების მაქსიმალურად დაცვას ცდილობდნენ და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ იმ ადამიანების ახლობლებს, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა ქუჩაში ჩახოცა და ვისი მოკვლითაც პრეზიდენტი დღემდე ამაყობს, თუ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის რეჟიმმა ციხეში უკანონოდ გამოამწყვდია და მომავალი მოუსპო, - პრეზიდენტზე ან მისი ოჯახის წევრებზე ხელი მიუწვდათ, პირად შურისძიებაზე უარს იტყვიან.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა