logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კოჰაბიტირებული რუტინა
კოჰაბიტირებული რუტინა
18:48 02.04.2013
დიდი გარდატეხის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთგვარი "უძრაობის პერიოდი" დადგა, ხოლო გარდამტეხის მომტანი მთავარი ძალა – ხალხი, აღნიშნულ რუტინას თითქოსდა შეეჩვია.
ყოფილი ჩინოვნიკების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ყვირილი პოლიტიკურ ზეწოლაზე, დაკითხვაზე დაბარებულ ყოფილ ჩინოვნიკთა რამდენიმე საათში გათავისუფლება ან უკეთეს შემთხვევაში, მათი ორი ან სამი ათასიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდანვე გამოშვება, უკვე ნამდვილ რუტინად იქცა და ხანდახან შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედებს დაკითხვაზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იბარებს, ხოლო ძველი ხელისუფლებაც ასევე მოვალეობის მოხდის მიზნით ყვირის პოლიტიკურ ზეწოლაზე. იქმნება ასევე შთაბეჭდილება, რომ მთავარი მოქმედება სადღაც კულისებში, ხალხის ინფორმირებულობის მიღმა ხდება.
შესაძლებელია ეს ასეც არის, მაგრამ ხალხში, ვინც ახალი ხელისუფლებისგან მათი შელახული ღირსების რეაბილიტაციას მოელოდა, უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდება და მან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე მიაღწია იმ დონეს, როდესაც ეს უკვე, თუნდაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც თვალსაჩინო ხდება.
სიტყვა კოჰაბიტაციამ კი, დღეს დაახლოებით ისეთივე ირონიული დატვირთვა შეიძინა საზოგადოებაში, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში "მე-9 ენერგობლოკმა".
რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ კოჰაბიტაციის პროცესი მსგავსი ფორმით გაგრძელდება და საზოგადოება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს ვერ დაინახავს.
ამავე რუბრიკაში ადრეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ, თუ საზოგადოების იმ დიდმა ნაწილმა, ვინც სააკაშვილის რეპრესიული მანქანის მოქმედება საკუთარ თავზე იწვნია, - გადაწყვიტა და სამართლიანობის აღდგენა სახელმწიფო ინსტიტუციებისა გვერდის ავლით, საკუთარი ძალებით დააპირა, ეს შეუქცევად ხასიათს მიიღებს და მისი შედეგებიც, მთლიანად ქვეყნისთვის ძნელად პროგნოზირებადი ნამდვილად არ არის.
თუ ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ, კოჰაბიტაციის პროცესის ამგვარი ტემპებით მიმდინარეობის გამო, მხოლოდ ზემოთნახსენები საფრთხე არსებობდა, დღეს უკვე, იგივე მიზეზი საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივების საფრთხეებსაც ატარებს, ვინაიდან, წინა ხელისუფლებასთან დანაშაულებრივად დაკავშირებული წვრილ-წვრილი მოხელეები, ან უბრალოდ აქტივისტები თუ აქამდე ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ და შეშინებულები ცდილობდნენ თვალში ზედმეტად არავის მოხვედროდნენ, დღეს, "ნაციონალთა დაუსჯელობის სინდრომით" გათამამებულები, უკვე ღია მუქარებსაც აღარ ერიდებიან და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში, ძველი დიდების დასაბრუნებლად, ყოფილი მარჩენალის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ ნაბიჯზე წავიდნენ, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირებაზეც.
ამ განწყობას კი ხელს ის ხმამაღალი და ზოგ შემთხვევაში მუქარანარევი განცხადებები უწყობს, რომელსაც დაკითხვაზე დაბარებული თუ დაკითხვიდან გამოსული ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აკეთებენ.
ეს ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს აგრეთვე ადამიანთა იმ კატეგორიაზე, ვისაც, მართალია ახალი ხელისუფლების მოსვლა გაუხარდა, მაგრამ ძველის საბოლოოდ წასვლა სრულად მაინც არ სჯერა და გარკვეულწილად, ინერციით, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დათესილი შიშის ფაქტორის ქვეშ ცხოვრობს. სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანებზეა გათვლილი ის ხმამაღალი განცხადებები, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.
მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს, ვერც ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვერც მანამ, შევარდნაძის ოპოზიციაში ყოფნის დროს, ვერავინ დასწამებდა, რომ ისინი პიარის კუთხით და მასების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედების კუთხით, გაუთვლელ ნაბიჯებს დგამდნენ. პირიქით, მათი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და თითქმის ყოველთვის სათანადო შედეგი მოჰქონდა. მართალია ნაციონალური მოძრაობა ამ მხრივ დღეს საკმაოდ გაკოტრებულად გამოიყურება, რაც მათ მიმართ ხალხის უნდობლობით გამოიხატება, მაგრამ მათ მიერ დღეს განხორციელებული ერთი შეხედვით უმნიშვნელო წერტილოვანი დარტყმები, ხანგრძლივ ეფექტზეა გათვლილი და კონკრეტული პიროვნებების მიმართ, საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების თანდათანობით ჩამოყალიბებას ისახავს მიზნათ.
ამ მიმართულებით, ყოფილი ხელისუფლებისა და მისი პროპაგანდის მანქანის სამიზნე, დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
როგორც ცნობილია, ეს ის პიროვნებაა, რომელის ბიძინა ივანიშვილის ფონდში წლების განმავლობაში მუშაობდა და მას პრემიერი ბოლომდე ენდობა. ამ ნდობით აიხსნება ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას ერთ-ერთი ურთულესი და საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩააბარა და სწორედ ამ ნდობით და ერთგულებით აიხსნება ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს ნაციონალთა და არა მარტო მათი პროპაგანდის სამიზნედ იქცა.
ზოგადად კი მთელ მსოფლიოში და მითუმეტეს საქართველოში, პოლიციელისა და რიგითი მოქალაქის ურთიერთობა საკმაოდ პრობლემური თემაა და შესაბამისად, ამ მიმართულებით შავი პიარის აგორება და საზოგადოების აგრესიის გაზრდა საკმაოდ ადვილია.
ეს ფაქტორი საკმაოდ წარმატებით გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ და ამასვე ცდილობს დღესაც. ამით ის ორ კურდღელს მოკლავს. პირველი: – გაზრდის საზოგადოების აგრესიის დონეს პოლიციის ინსტიტუტის მიმართ და მეორე და მთავარი: – მოიშორებს პრემიერისთვის სანდო და ერთგულ კადრს.
სხვათა შორის, ანალოგიური საფრთხის ანუ პიარშეტევის წინაშე შეიძლება დადგეს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც, თუმცა მისი უწყების საქმიანობის ტემპებიდან გამომდინარე, ის როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლებისთვის აქტუალური ჯერჯერობით ნამდვილად არ არის.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ნაკლებსავარაუდოა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისტული მანქანა შეჩერდეს. პირიქით, ყველა რესურსი იქნება ამოქმედებული ამ მანქანის გასაძლიერებლად, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრამ აჩვენა, ის საკმაოდ ძლიერი ნერვების პატრონია და მისი წყობილებიდან გამოყვანა, მით უმეტეს, წყობილებიდან გამოსვლის დროს არაეფექტური გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა არსებობს ზემოქმედების სხვა ბევრი მექანიზმიც, რომელიც ყოფილმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ შეიძლება მიმართოს და მინისტრს ამ მიმართულებითაც მზადყოფნა მოეთხოვება.
საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც "ძველი თანამშრომლების ფაქტორადაც" შეიძლება მოვნათლოთ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პოლიციას, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ნამდვილად უყვარდა და არც მერაბიშვილი რჩებოდა მათ ვალში სიყვარულის გამოხატვის კუთხით, იქნებოდა ეს პრემიალური წახალისებები თუ ინდივიდუალური თანადგომა. ძალიან ბევრს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაძლოა კვლავ ენატრება ის დრო, როდესაც ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დარღვევის შემთხვევაში, უფრო მეტიც, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევაშიც კი, დაცულობის განცდა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილს საკადრო პოლიტიკის კუთხითაც უდიდესი სიფრთხილე და დაკვირვება მართებს.
კიდევ ერთი საგულისხმო თემა, რაც გასულ კვირაში გამოიკვეთა, ეს, კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტის, რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ აგორებული მიზანმიმართული თუ სპონტანური ნეგატიური ინფორმაციის ტალღა იყო, რომელიც სხვათა შორის დღესაც გრძელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესის დროს გამოიკვეთა, არის ის, რომ საერთო ენის გამონახვის და კოალიციის შექმნის შემთხვევაში, რესპუბლიკელებს და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლიათ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნან, რაც პრემიერის ინტერესებში რა თქმა უნდა ნამდვილად არ შედის.
ძნელი სათქმელია საიდან მოდის ეს ტალღა, თუმცა თუ ის მსგავსი ძალით გაგრძელდა, შესაძლებელია ჩვენს მიერ ზემოთნახსენები პოლიტიკური რუტინის დამრღვევ მოვლენადაც კი იქცეს.
ზოგადად კი, პრემიერ-მინისტრი რესპუბლიკელებს ასე ადვილად ვერ შეელევა და ყოფილ ხელისუფლებას მათ თავს ვერ დაუთმობს, რადგან უმრავლესობის შესაძლო შექმნის ფაქტორიც რომ გამოვრიცხოთ, სწორედ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებშია ის ძალა, რითაც ახალი ხელისუფლება ძველს, საპარლამენტო ცხოვრებაში წინააღმდეგობას და ოპონირებას უწევს. უფრო სწორად კი, ძველი ხელისუფლების ოპონირებას უმკლავდება. სხვა შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიმართ ხალხის დიდი სიყვარულისა, კოალიციის სიით პარლამენტში შესულ დეპუტატთა უმრავლესობა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატებს ოპონირებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაუწევს და ისინი, მათ წინაშე ყოველთვის წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდებიან.
ასე, რომ, თუ ვინმეს წარმოდგენა აქვს, რომ პრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გაუგებრობა წარმოქმნას, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს რამდენად შეძლებს ამას, რა თქმა უნდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თავად პრემიერის ან რესპუბლიკელების სურვილი არ არის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გასულ კვირაში, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მიერ მორატორიუმის დარღვევა იყო.
მის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, რაც ზემოთნახსენებ პოლიტიკურ რუტინას გარკვეულწილად გამოაცოცხლებს.
მოცემულ რეალობაში, მორატორიუმის დარღვევის შემდეგ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ინტერესებს ერთი ერთზე ემთხვევა. აქ პირველ რიგში, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფასებისას გაკეთებული განცხადებები და გამოთქმული შენიშვნები უნდა ვიგულისხმოთ.
ნინო ბურჯანაძის ქვეყნის პირველ პირად გახდომის შემთხვევაში, ნაკლებსავარაუდოა, რომ მან, ცნება - კოჰაბიტაციის მიმართ ანალოგიური ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინოს და სამართლიანობის აღდგენის პროცესი გააჭიანუროს, რადგან ამას ელემენტარულად, პირველ რიგში საკუთარი გუნდის წევრები მოსთხოვენ, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მეთოდები საკუთარ თავებზე გამოსცადეს.
თუ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ მიზნებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ღიად დააფიქსირებს, მაშინ ყოფილ ხელისუფლებას პიარის კუთხით ორმაგი რესურსი და გაათმაგებული ენერგია დასჭირდება, რადგან ერთის მხრივ უნდა იმუშაოს ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის დისკრედიტაციაზე და ამავდროულად, არ დაუშვას ნინო ბურჯანაძის რეიტინგის ზრდა.
რაც შეეხება თავად "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, ამ კუთხით ყველაზე რეალური პერსონა გიგი უგულავა იყო, თუმცა მან ამ რამდენიმე დღის წინ ამ ვერსიის სისწორე პირადად უარყო. ამის მიუხედავად, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა და გადაჭრით ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით არც ახალ ხელისუფლებას ჰყავს.
ერთადერთი, ვინც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკვე ოფიციალურ დონეზე დაადასტურა, ეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილია, რომელიც როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით გამოირჩევა, თუმცა რამდენად გაამართლებს ეს რიტორიკა წინასაარჩევნოდ და რამდენად იმოქმედებს ის ამომრჩეველზე, ამას რამდენიმე თვეში ვნახავთ. ერთი ფაქტი კი უდავოა, როდესაც შალვა ნათელაშვილმა 2002 წელს, რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, პოსტშევარდნაძისეულ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ წინასწარ განაცხადა, მაშინ მის რეიტინგთან ახლოს, ასევე პოლიტიკური მწვერვალისკენ თავბრუდამხვევი სისწრაფით მიმავალი მიშა სააკაშვილიც კი ვერ მივიდოდა. რეალობაა, რომ დღეს შალვა ნათელაშვილი მსგავსი რეიტინგით აღარ სარგებლობს, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი, სულ რამდენიმე კვირაში, ქვეყანას ერთი, ამჯერად შუალედური არჩევნების ჩატარება უწევს, რომელმაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სამი ახალი დეპუტატის ვინაობა უნდა განსაზღვროს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სამივე ოლქში, 1 ოქტომბრის არჩევნებზე, კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს, 27 აპრილის არჩევნების შედეგების შესახებ ვარაუდების გამოთქმა უკვე შესაძლებელია.
რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის და მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შუალედური არჩევნები "ქართულ ოცნებას" უნდა დაეთმო და საშუალება უნდა მიეცა სხვა პარტიებისთვის, პარლამენტში თავისი წარმომადგენელი გაეყვანა, - ძირშივე საფუძველსმოკლებულია, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, მაშინ უდიდესი ალბათობით, სამივე ოლქში საკუთარი წარმომადგენლების გაყვანას "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებდა.
თუ დავუშვებთ, რომ ამ არჩევნებში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები გავიდოდნენ, საინტერესოა რა ეფექტი ექნებოდა მათ საპარლამენტო მოღვაწეობას. საკმაოდ დიდი ალბათობით, მათი ხმები ვაჭრობის საგანი გახდებოდა, რაზეც რა თქმა უნდა კოალიცია "ქართული ოცნება" არ წავიდოდა. ასევე, სამართლიანობა მოითხოვს დაისვას კითხვა, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაშიც კი, რატომ უნდა წასულიყვნენ ისინი ამაზე.
ასე, რომ ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ისეთ პროცესში, როგორიც პოლიტიკური ბრძოლაა, ვინმე ვინმეს რამეს დაუთმობს. ეს მცდარზე მცდარი წარმოდგენაა და არც სასურველია, რომ მსგავსი პრეცედენტი მოხდეს.


ალექსანდრე კაპანაძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა