logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე შუმილოსათვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს ნატოს წევრ-სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის არსებულ დაპირისპირებებზე, განსხვავებულ პოზიციებზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობებზე და სხვა საკითხებზე.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ჰარი ტაბახი: „უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისათვის, მაგრამ შედარებით ნაკლებად - სამხედრო მაღალჩინოსნებისთვის.... ნატოში 29 წევრი ქვეყანაა, რომელთაგან ბევრს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანობის განმტკიცებაში, ზოგიერთებს კი, ვთქვათ, თურქეთს, სხვებთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები აქვთ. შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ნატოში, ისეთი მოკავშირის იმედი გვქონდეს, რომელსაც ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ დროს ხელიც კი არ გაუნძრევია კოალიციის სასარგებლოდ? ან რომელსაც ჩვენთან დაძაბული დამოკიდებულება აქვს? იგივე თურქეთი რუსეთს სიამტკბილობით ეკიდება და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. იგივე სიტუაციაა გერმანიასთან - ნატოში ჩვენს უპირველეს მოკავშირესთან. გერმანელებს ალიანსში თავიანთი შესაბამისი ფინანსური წვლილი არ შეაქვთ, მათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისიც კი წამოაძახეს - ვლადიმერ პუტინთან მეგობრობო, თვითონ კი რუსებთან ერთად „ჩრდილოეთის ნაკადს“ აშენებენ.

და ასეთ დროს, როცა ნატოს წევრებს ჩვენთან უთანხმოება აქვთ, ჩვენ ძალიან კარგი სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ისრაელთან... მე ვიტყოდი, დღეს უკრაინასთან უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ნატოს ზოგიერთ წევრთან.

- ჩვენმა მთავრობამ განაცხადა, რომ უკვე მომდევნო 2020 წელს ისეთ გეგმას მივიღებთ, რომელიც ნატოში სწრაფად გაწევრიანებაში დაგვეხმარებაო.. რამდენად სავარაუდოა მისი მიღება იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ადრე გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს?

- როგორც მე ვიცი, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მითითება გასცა, რომ ნატოს წესდების მე-5 პუნქტი კარგად გაანალიზონ და ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ. უკრაინამ ბევრი რამ გააკეთა ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში [ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრირების მიზნით], რასაც არავინ არ ელოდა. მაგალითად, უვიზო რეჟიმის მიღება იმ დროს, როცა ქვეყანაში კრიზისი მეფობს. თურქეთსაც კი, ნატოს წევრს, უვიზო რეჟიმი არ აქვს, უკრაინამ კი ვიზალიბერალიზებას მიაღწია. ასევე ეკლესიასთან დაკავშირებით: ვინ წარმოიდგენდა, რომ თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წახვიდოდით? მოსკოვის საპატრიარქო ხომ გიგანტია... მაგრამ უკრაინამ ტომოსის მიღებას მიაღწია. სრულიადაც არ გამიკვირდება უკრაინის გაწევრიანება ნატოში.

- არსებობს აზრი, რომ სანამ უკრაინის აღმოსავლეთში ომი მიდის, ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდებაო. მაგალითად, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი ამბობს, რომ ნატოს წევრები უკრაინის ალიანსში მიღებას მხარს არ დაუჭერენ და რუსეთთან კონფრონტაციას მოერიდებიანო. როგორია თქვენი პოზიცია?


- რა თქმა უნდა, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს - ანგელა მერკელს, ემანუელ მაკრონს, რეჯეფ ერდოღანს - რუსეთთან დაპირისპირება არ სურთ. მათ უნდათ, რომ რუსეთს ამერიკა დაუპირისპირდეს. რამე რომ მოხდეს, დაე, ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნონ. და როცა ამერიკელები დაიღუპებიან, ევროპა კრიტიკას დაგვიწყებს, ასე იმიტომ მოხდა, რაღაც სწორად ვერ გააკეთეთო. გავიმეორებ: ნატოში გაწევრიანება პოლიტიკოსებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე სამხედროებისათვის. რატომ? იმიტომ, რომ სამხედროები მუდამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, მუდამ დაძაბულობაში... დღევანდელ სიტუაციაში მოდუნება არ შეიძლება, მით უმეტეს უკრაინაში. ევროპის ნატოელმა წევრებმა კი ჩათვალეს, რომ ამერიკა გვიშველისო და თავი არხეინად იგრძნეს... არადა, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ისრაელი, იაპონია, არასდროს არ აძლევენ საკუთარ თავს მოდუნების ნებას, მათ ძლიერი არმიები ჰყავთ. შეიძლება ითქვას, რომ მათ ამერიკის იმედი კი არა, საკუთარი არმიის იმედი აქვთ.

- ანუ, სანამ დონბასში ომი არ შეწყდება, მანამ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება?

- ნატოს წესდებაში ჩაწერილია, რომ სადაო საზღვრების არსებობის პირობებში ქვეყნის ალიანსში მიღება შეუძლებელია. მე ვთვლი, რომ სწორედ ესაა ერთ-ერთი ის მიზეზი, როს გამოც ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. მან წესდების ამ დებულებით, ანუ სადაო საზღვრებით, კარგად ისარგებლა. დღეს საქართველოს და უკრაინას სადაო საზღვრები აქვთ.

- მაშინ რა ვუწოდოთ თურქეთისა და საბერძნეთის კონფლიქტს კვიპროსთან დაკავშირებით?

- მათ ხომ ერთმანეთთან არ უომიათ? ომობდა კვიპროსი... საერთოდ, ხდება ხოლმე, რომ ყოველ წესში შეიძლება გამოკლისის დაშვება და ეს გამონაკლისი უნდა დავუშვათ. ვფიქრობ, რუსეთი იმდენს იხტუნავებს, რომ საბოლოოდ... რუსებმა ბევრი რამ უკანონოდ გააკეთეს. ნატოს ყველა წევრი აღიარებს ყირიმსა და დონბასს უკრაინის შემადგენლობაში, ხოლო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - საქართველოს ნაწილებად. (...)
---------
ცნობისათვის: ჰარი (იური) ტაბახი მოსკოვშია დაბადებული, 1976 წელს მისი ოჯახი აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. მისი სამხედრო წოდება - პირველი რანგის კაპიტანი.


წყარო: «Апостроф» (უკრაინა)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა