logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შალვა ნათელაშვილი -''ნაცების'' და ''ოცნების'' "გაბანძების" ფონზე მათი ხმები ყველა ჩვენთან მოდის
შალვა ნათელაშვილი -''ნაცების'' და ''ოცნების'' "გაბანძების" ფონზე მათი ხმები ყველა ჩვენთან მოდის
11:32 01.04.2014
რუბრიკა "15 კითხვის" სტუმარია ''ლეიბორისტული პარტიის'' თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი:
_ ბატონო შალვა, თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება. რა გადაწყვიტეთ, ცალკე მიიღებთ მონაწილეობას თუ რომელიმე ბლოკში გაერთიანდებით?
_ ჩვენი სტრატეგია პარტიის ისტორიითაა განსაზღვრული. ამ საკითხზე, თავის დროზე, პარტიის ყრილობის რეზოლუცია მივიღეთ _ ბლოკებსა და კოალიციებში არასოდეს გავერთიანდებით იმიტომ, რომ საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ეს ინსტიტუტი, სხვა არაფერია თუ არა ქარვასლა. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ პარტიებს და მის ლიდერებს სავაჭროდ ქვეყანა აქვთ გადაქცეული და არა პირადი ქონება. Aამიტომ, ამ ინსტიტუტმა, ანუ წინასაარჩევნო ბლოკებმა და კოალიციებმა ქვეყანა არაერთხელ დააზარალა, სამოქალაქო ომების პირას მიიყვანა, სისხლისღვრა, კორუფცია და უბედურების მთელი კასკადი გამოიწვია. Aამდენად, ბლოკებსა თუ კოალიციებში გაერთიანების ასეთ ფორმას უარვყოფთ, თუმცა, საკრებულოში ან პარლამენტში შესვლის შემდეგ, იმისათვის, რომ ჩვენი რესურსი ქვეყნის საკეთილდღეოდ გავაერთიანოთ, შევქმნათ კოალიციური მთავრობები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან სამთავრობო ალიანსში შევალთ. საზღვარგარეთის რიგ ქვეყნებში, როგორც წესი, პარტიულ ბლოკებზე მაღალი ბარიერი 15 %-10% წესდება. `ქართულ ოცნებაში~ შემავალ პარტიებსაც, რომელსაც სათავეში მილიარდერი უდგას და `ლეიბორისტულ პარტიასაც~ მსგავსი გადასალახი ბარიერი როგორ უნდა გვქონდეს? ჩვენს პარტიას რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ კაპიკი არ უჭყაოდა. განა, შეიძლება ჩვენ ერთნაირი ბარიერი გვქონდეს? Eეს იგივეა ორი წლის ბავშვს და მსოფლიო ჩემპიონსაც, ორივეს 100 კილოგრამი რომ ააწევინო. ამ კუთხით, ჩვენთან, წარმოუდგენელი უმსგავსობა ხდება.
_ ბატონო შალვა, ახლახან, აშშ-ში იმყოფებოდით. ვისი მოწვევით წახვედით და ვინ აიღო საკუთარ თავზე ამ ვიზიტის დაფინანსება?
_ აშშ-ში კონგრესმენების, ასევე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით გახლდით. 14 კონგრესმენს შევხვდით. ეს საკმაოდ დიდი ციფრია იმ ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტებიც კი ვერ ახერხებენ, ერთ ვიზიტზე ამდენ კონგრესმენთან შეხვედრას. Eეს ნიშნავს, რომ საქართველოსა და კონკრეტულად `ლეიბორისტული პარტიის~ მიმართ დიდი ინტერესია. ჩვენ, მრავალი წელია ერთ პოზიციაზე ვართ, არავის მივყიდვივართ, არსაით გადავხრილვართ და როგორც ჩანს, ეს დაგვიფასეს, რაც შესანიშნავია.
_ მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში პარტიის ცხოვრებაში სიახლეები, ახალი სახეების გამოჩენა?
_ ახალი სახეები, პარტიაში, სისტემატიურად ჩნდება. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, გაპიარების პრობლემა გვაქვს. როცა ისინი დეპუტატები გახდებიან, ხალხიც უკეთ გაიცნობს და ეს პრობლემაც მოიხსნება. ჩვენი პარტია ნიჭიერი კადრების, წარმატებული, ინტელექტუალური ხალხის ამოუწურავი საბადოა.
_ თქვენ მუდმივად სტაბილური ამომრჩეველი გყავდათ, თუმცა მათი რიცხვი არ იზრდებოდა. ადგილობრივ არჩევნებში, ამ მხრივ, რაიმე სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ ამ ეტაპზე, მათი რიცხვი ძალიან გაზრდილია. N`ნაცების~ და `ქართული ოცნების~ "გაბანძების" ფონზე მათი ხმები ყველა ჩვენთან მოდის, სხვაგან არსად არ მიდის. მხარდაჭერა 50%-ზე მეტია. Mმაგრამ არჩევნების მოახლოების ფონზე რამდენად შენარჩუნდება, დაიკლებს თუ გაიზრდება პროცენტული მაჩვენებელი, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ ახლა, ძალიან გაზრდილია.
_ რამდენი ოფიციალური წევრია ტქვენს პარტიაში?
_ 120 ათასი წევრი გვყავდა, მაგრამ მოდით დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოში საწევროს არავინ იხდის, ამიტომ, წევრობას ფორმალური ხასიათი აქვს. 120 ათასი პირის ანკეტა კი გვაქვს, მაგრამ მათ აქტივში არ უნდათ მუშაობა _ ზოგს დრო არ აქვს, ზოგს სურვილი, ზოგს ნიჭი, არც გაემტყუნებათ. შესაბამისად, საწევროსაც არ იხდიან. აქედან გამომდინარე, იურიდიულად კი გვყავს 120 წევრი, მაგრამ ფაქტობრივად, ევროპული გაგებით, საქართველოში წევრი არცერთ პარტიას არ ჰყავს. თუ პირი საწევროს არ იხდის, ის რეალური წევრი არაა. შენი საქმე, შენი ქვეყანა Uუნდა გტკიოდეს და ამ საერთო საქმეში ფინანსებიც უნდა ჩადო, აბა, შორიდან ყურებას რა აზრი აქვს. სხვაგვარად, როგორ ვუშოვო, მიდმივად, პარტიას ფინანსები?
_ მაშინ, რით არსებობს თქვენი პარტია?
_ ნემსის ყუნწში ვძვრები, არ ღირს ახლა ამის მოყოლა.
_ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან თითქმის ყველა თავის გამოსვლაში თქვენ სააკაშვილისგან მართულ პოლიტიკოსს გიწოდებთ.
_ ფსიქიატრიაში ასეთი დაავადება არსებობს _ აკვიატების სინდრომი. როგორც ჩანს, ეს პიროვნებაც არაა ამ სინდრომისგან დაზღვეული. მას აკვიატებები აქვს, ხან ვის და ხან რას იკვიატებს _ ხან ბუტკა აქვს აკვიატებული, ხან ნათელაშვილი, ხან მარგველაშვილი. ვიღაცას აიკვიატებს და მას ან აქებს, ან აძაგებს, შუალედი არ აქვს. მე დიდი ხანია აკვიატებული ვყევარ, მინიმუმ 15 წელი იქნება, ანუ მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რომ ნარიყალას მიწაზე ნიჩბის დარტყმა არ შეიძლებოდა, ეს მკრეხელობაა. შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ, სინდისგარეცხილმა ნიკო ლეკიშვილმა მას ეს მიწა აჩუქა. საკითხავია, ვის მიწას ჩუქნიდნენ? თუ ასეთი გულკეთილები იყვნენ თავის მამული ეჩუქებინათ. მაგრამ, ხომ არ შეიძლება რასაც გაჩუქებენ ყველაფერი აიღო, სინდისი ხომ უნდა გქონდეს?! აკვიატების ხსენებით, ეს თემა შევარბილე, რეალურად, ამას იდეოლოგიური მტრობა ჰქვია. Mმას, როგორც მილიარდერს, სურს, მთელი ქვეყანა ბიზნესის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოდ აქციოს და აქცია კიდეც. ჩვენ, დიდი ხანია თვალში ვეჩხირებით იმიტომ, რომ მსხვილი ბურჟუაზიის წინააღმდეგნი, ხოლო წვრილი და საშუალო წარმოების მომხრე ვართ. გვინდა, რომ მსხვილი ბურჟუაზია კონტროლდებოდეს და პოლიტიკური ძალაუფლებით არ იყოს აღჭურვილი. Aამიტომ ამ მიმართულებით, ივანიშვილი მტრად აღმიქვამს და… ეს სწორიცაა _ როგორც კი საშუალება მომეცემა, სამართლებრივი მეთოდებით, მაგათ სინსილას გავაქრობ.
_ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდა. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი, თქვენ ადრე ახსენეთ, რომ ივანიშვილს მარგველაშვილი `შემოულაწუნე მამაოსავით~ დაჰყავდა.
_ ამ შემთხვევაში, ჩემი სიმპათიები მარგველაშვილისკენ იხრება მიუხედავად იმისა, რა განწყობაც მის მიმართ მაქვს. Bბოლო-ბოლო ის ხომ კაცია, არადა არაერთხელ ჩაარტყეს თავში _ სამუშაო კაბინეტი არ მისცეს, რეზიდენციაში არ შეუშვეს, ფაქტობრივად, შეურაცხყვეს ხომ?! ივანიშვილი მონების ყოლასაა დაჩვეული, იგი ბუნებით მონათმფლობელია. მას არ შეუძლია მეგობრობა, პარტნიორობა. Aსწორედ ამ მონობას აუჯანყდა მარგველაშვილი და ამით ჩემში პატარა სიმპათია გამოიწვია. დანარჩენები ყველანი მონები არიან. ისინი საშინელი ვირუს-ბაქტერიები არიან, რომლებიც უნდა გადაშენდნენ, რათა ქვეყანა მათგან გაიწმინდოს. მათი მონური ბუნება ივანიშვილის ბრალი როდია, ისინი დაბადებიდან მონები და ფულის მაცქერლები არიან.
_ ანუ, ბატონო შალვა, `შემოულაწუნე მამაომ~ აიხსნა მონობის უღელი?
_ არა, `შემოულაწუნე მამაო~ ისევ არის, მაგას რა გამოასწორებს. მაგრამ, ამ სიტუაციაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ივანიშვილის უპასუხისმგებლობა. მან, კანდიდატურა თავად აარჩია, ისიც გვითხრა, გიორგის თუ არ აირჩევთ, გაგებუტებით და უფრო ადრე წავალო, დაგვაშანტაჟა, ეს კაცი პრეზიდენტად დაგვისვა და ახლა შემოგვჩივის, შემოგვტირის მან თავისი ხასიათი გამოავლინა, ისეთი არ გამოდგა როგორიც მეგონაო. ივანიშვილმა კეთილი ინებოს და მარგველაშვილი როგორც მოიყვანა პრეზიდენტად ისევე წაიყვანოს უკან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს. მაშინ მე ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე და ყველას თავის ადგილზე მოვსვამ. საქმე აქამდე აუცილებლად მივა, მათი დაპირისპირება, სწორედ, ამ ბრძოლის დასაწყისია. ამის განეიტრალებას ჟვანიას კადრების გადაფარვით შეეცადნენ, მგრამ ეს 2-3 დღიანი პიარია და მეტი არაფერი, ამით ხალხის ყურადღების გადატანა სურთ, ჟვანიას საფლავში არ ასვენებენ. Eმაგრამ დაწყებულ პროცესს ვეღარ შეაჩერებენ, ბოლოს საქმე, პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებით დაგვირგვინდება, მერე პარლამენტიც გაიხლიჩება, ალასანიას ჯგუფი და `ნაცმოძრაობის~ ნაწილი მარგველაშვილთან პარტიას შექმნის და ა.შ. ხალხი არავის აინტერესებს. Kკოალიცია, საბოლოოდ, დაიშლება. Aხომ ნახეთ, ალასანიას ჯგუფმა, ფაქტობრივად, მხარი მარგველაშვილს დაუჭირა. მარგველაშვილის მხარეს მაჭავარიანები და სხვებიც გადაიხრებიან.
_ გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლება, ამჯერად, სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს?
_ არა, არა, რა სისულელეა, ეს გამორიცხულია. Kსაარჩევნო კომისიის 12 წევრიდან 11 `ქართულ ოცნებას,~ ერთი კი "ნაცებს" ეკუთვნის. წარმოგიდგენიათ, ვინ ითვლიან ხმებს? Aასეთი რამ `ნაცების~ დროსაც არ მომხდარა. ახლა, ივანიშვილს, თავისი პარტიისთვის სრული კარტ-ბლანში აქვთ მიცემული, რათა არჩევნები გაყალბდეს. მაგრამ, ამან, შეიძლება, რევოლუცია და მათი სრული დამხობა გამოიწვიოს. თუ არჩევნების გაყალბებას გაბედავენ, ხალხს აუცილებლად გამოვიყვან ქუჩაში და ამათ, შეიძლება, აეროპორტშიც ვერ გაასწრონ. ვფიქრობ, ყველაზე ცუდ ვარიანტში ხმების 40% მაინც უნდა ავიღო.
_ სხვა სახის კითხვებზე გადავიდეთ. როგორ ფიქრობთ, ვინ არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დადებითი და უარყოფითი პიროვნება?
_ ყველაზე უარყოფითი პიროვნება ივანიშვილია, რომელმაც ხალხი გადააგდო, მოატყუა, ამ ტყუილებით მილიარდებს მილიარდები დაამატა და სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარა, მისი პარტია კი მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადა, არცერთი დაპირება არ შეასრულა, ბოლოს ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა, თავის ბუნაგში შეძვრა და თავისსავე დანიშნულ კადრებზე ახლა ჩვენ გვთხოვს პასუხს. ალბათ, იგი, ისტორიაში ყველაზე უარყოფით პიროვნებად შევა. რაც შეეხება დადებით პიროვნებას, მოდით, ეს ისტორიამ თქვას, ჯერ არ ვიცი. რადგან ქვეყანა ამ დღეშია, ალბათ, დადებითი არავინ ვართ. Qასეთ ქვეყანას დადებითი პოლიტიკოსი ჰყავდეს, ეს შეუთავსებელია. Mმეც, ალბათ, რაღაც დავაკელი, ჩემს პასუხისმგებლობას არავითარ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ. არჩევნები პირველად რომ გამიყალბეს, მაშინ პარტიზანივით ტყეში უნდა გავჭრილიყავი, ბიჭებისთვის დამეძახა და ბრძოლა დამეწყო. რადგან ეს არ გავაკეთე ე.ი. არც მე ვარ მთლად დადებითი ფიგურა.
_ ბატონო შალვა, კიდევ უფრო მსუბუქ თემებზე გადავინაცვლოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ, ადრე, ოფისში ბლომად შინაური და გარეული ცხოველები გყავდათ?
_ კი, კი გვყავდა, მელია, ზღარბი, კატა, ძაღლი. Kკიდევ გვყავდა რაღაც, ხო, მგლის ლეკვი. მელია ზოოპარკში ჩავაბარეთ იმიტომ, რომ ძალიან უხასიათო იყო, ივანიშვილივით სულ გვემუქრებოდა, კბილებს გვიჩვენებდა.
_ ეს გატაცება ხომ არ ნიშნავს, რომ უფრო მეტი ფინანასური რესურსის არსებობის შემთხვევაში, პინგვინებსა და ზვიგენებზეც არ იტყოდით უარს?
_ (იცინის)ააა, მაგ კუთხით მკითხეთ? საერთოდ, ცხოველები ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, რომელსაც ცხოველები უყვარს, მაგრამ ცხოველებამდე, ჯერ, ადამიანები უნდა გიყვარდეს. როდესაც არქტიკიდან მრავალ ათას დოლარად ღირებული პინგვინი, ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული ზვიგენი ჩამოგყავს და მათ, ამდენივე მილიონის კვება სჭირდებათ, გვერდზე კი ხალხი იხოცება, აი, ამის წინააღმდეგი ვარ, თორემ თუ ადამიანს ცხოველები უყვარს, ეს მას ძალიან კარგად ახასიათებს. მაგრამ ცხოველების ხარჯზე ადამიანები არ უნდა გაწყვიტო. Dაბა, ჩემი მელია განა რას ჭამდა, დღეში ერთ ქათმის ბარკალს თუ გადავუგდებდით, ან "კალბასს".
_ ანუ თქვენი მელია ადვილი შესანახი ყოფილა...
_ არა, არა. უბრალოდ, აქ ხშირად ბავშვები მოდიან და ვიფიქრე, თითი არ შეყონ-მეთქი, თორემ მელია იმ წუთში მოაჭამდა.
_ როგორია თქვენი არაპოლიტიკური ცხოვრება, თუნდაც როგორი ხართ სუფრასთან?
_ სუფრა მიყვარს, კარგი თამადაც ვარ, თუმცა მეორე, მესამე დღეს ცუდი ბახუსი მაქვს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ უკვე 14 წელია აღარ დამილევია. ისეთი რეჟიმი მაქვს ჩემი საქმიდან მოწყვეტა არ შეიძლება. ქეიფს რომ შევუდგე, ამას მერე სამ დღიანი ბახუსი მოჰყვება და ქვეყნის, პარტიის საქმე გაფუჭდება. თორემ, ძალიან კარგი თამადა ვიყავი. ქართული სუფრა და პოლიტიკა ერთმანეთთან შეუთავსებელია. სხვათა შორის, საყვარელი სადღეგრძელოც მაქვს, ესაა კარგი მოგონებები.
_ ბატონო შალვა, ყველას გვახსოვს თქვენი ცნობილი გამოთქმა, `ნაცების~ და `ქართული ოცნების~ მხარდამჭერს ოჯახში რძლად და სიძედ არ შემოვუშვებო. ეს დაპირება ისევ ძალაშია?
_ არა, ყველა ბავშვი მიყვარს, ეს, უბრალოდ, პოლიტიკური პიარისთვის ვთქვი. ახლაც, `იმედში~ რომ ვიყავი, `ნაცების~ და `ქართული ოცნების~ მხარდამჭერი ბავშვები შემომესივნენ და ჩემთან სურათებს იღებდნენ. ყველა ბავშვი ისე მიყვარს, როგორც ჩემი შვილები. ბავშვები ყველა ანგელოზები არიან. ის, რომ ისინი ასეთი უღირსი პარტიების მხარდამჭერები არიან, ეს ჩვენი ბრალია _ ამ პარტიების არსებობა ამდენ ხანს რომ დავუშვით.
_ თქვენ შედარებების დიდოსტატი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, სიტყვაკაზმულ მწერლობაში რომ გეცადათ ბედი, უფრო მეტ წარმატებას ხომ არ მიაღწევდით, ვიდრე პოლიტიკაში?
_ არ ვიცი, ამასობაში ჩემს მაგივრად მწერლობა ჩემმა ცოლმა დაიწყო. მეც ვწერდი მოთხრობებს, საშუალო დონის ლექსებსაც, მაგრამ ეს პირველ კურსამდე იყო. მერე, საკმაოდ რთული ბიოგრაფია მქონდა, მუშაობა ძალზედ მძიმე სამსახურებში მიწევდა. მაგალითად, როცა პროკურატურის გამომძიებელი ვიყავი, 200-მდე გვამი ჩემს თვალწინ გაიკვეთა, ასევე, იყო მკვლელობები, ღამეების თენება, ოპერაციები. მერე, პირველი მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო მუშაობამ, მხედრიონის განიარაღებამ ჩემს თავზე გადაიარა. არ დამრჩა დრო, რათა ჩემი სული ქაღალდზე გადმომეტანა და მომავალი თაობისთვის დამეტოვებინა. ამას, ალბათ, ვეღარც მოვასწრებ და ძალიან ვწუხვარ.
_ ბოლოს, როგორ შეაფასებთ ჩვენს რუბრიკას და რას ეტყვით მკითხველს?
_ რუბრიკა ძალიან საინტერესო, საჭირო და აქტუალურია. მკითხველს სიხარულს, დიდ ბედნიერებას და მიზნების შესრულებას ვუსურვებ.

თათული ლორთქიფანიძე
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა