logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Forbes» (აშშ): პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახით საქართველო თავის მომავალს უმზერს
«Forbes» (აშშ): პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახით საქართველო თავის მომავალს უმზერს
23:28 17.12.2018
„საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის მნიშვნელოვანი ისტორიული წარსულის მიუხედავად“-ასე იწყება გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «Forbes»-ის მიერ ჯეიმს როჯერსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის მცირედ შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:


საქართველო, კავკასიური ქვეყანა, სადაც ამასწინანდელ არჩევნებში გამარჯვების შედეგად სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, რა თქმა უნდა, თავის თავს ახალგაზრდა სახელმწიფოდ არ თვლის და ამის დამადასტურებლად მრავალსაუკუნოვან ისტორიას იმოწმებს. საქართველო განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ ქრისტიანული უფრო ადრე გახდა, ვიდრე რწმენა დასავლეთ ევროპაში განმტკიცდებოდა. და მაინც, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ახალგაზრდა ქვეყანაა, რადგან მე-19 - მე-20 საუკუნეებში ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი კომუნისტური ბლოკის - საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და დამოუკიდებლობა თითქმის სამი ათეული წლის წინ აღიდგინა.

მომდევნო წლებში საქართველომ დიდი უბედურება გადაიტანა: ჯერ სამოქალაქო ომი 1990-იანი წლების დასაწყისში, შემდეგ კი, 2008 წელს, ომი რუსეთთან. ბოლო კონფლიქტმა საქართველოს დიდი ზიანი მოუტანა: იმ წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა - სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში, ადგილობრივი სეპარატისტული ძალების მხარდასაჭერად, რომლებიც მოსკოვმა, საბოლოო ჯამში, დამოუკიდებლად აღიარა. საქართველოს შემადგენლობაში მათი რეინტეგრაციის შანსი ახლო მომავალში ძალიან მცირეა.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია. თუმცა, როგორც ლონდონის ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის თანამშრომელი ქეით მელინსონი წერს, „მისი გამარჯვება შეიძლება სადავოდ ჩაითვალოს: არჩევნებს თან ახლა ძალადობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, სახელმწიფო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება, დისბალანსი ფინანსური შემოწირულებებში პარტიებს შორის. თუმცა ამის მიუხედავად, ახალი პრეზიდენტის დიპლომატიური გამოცდილება და პროფესიული კარიერა მას რთული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკაში.

იმ სტატიაში, რომელიც ამას წინათ Financial Times-ში გამოქვეყნდა, სალომე ზურაბიშვილი იხსენებს იმ ეპოქას, როცა რუსული იმპერია დაიშალა, 1918 წელს საქართველო დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადდა, რუსეთში კი ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, 1921 წელს რუსეთის წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი იძულებული გახდა საზღვაგარეთ წასულიყო. ამის გამო იგი პარიზში დაიბადა და გაიზარდა, ისწავლა და მუშაობა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში დაიწყო, გახდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში... იმ დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავდა - აშშ-ში განათლებამიღებული და დასავლური ორიენტაციის მქონე პიროვნება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
მართალია, მას მინისტრობა არ დასცალდა, თანამდებობაზე მცირე ხანს იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა მაინც მოასწრო მოსკოვთან მოლაპარაკება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო იქ განლაგებული. მინისტრის რანგში მან თავისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი გაიცნო, რომელიც დღესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს. ანუ მასთან ნაცნობობა შეიძლება სალომესათვის სასარგებლო იყოს.

ერთ-ერთი მთავარი საგარეოპოლიტიკური პრობლემა, რომელიც ახალი პრეზიდენტის წინაშე დგას, ესაა მისი ძლიერ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა. როცა მისი წინამორბედი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, თბილისის აეროპორტიდან ქალაქისაკენ მომავალ მთავარ ქუჩას აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის სახელი მიანიჭეს. ეს იყო იმის სიგნალი, თუ რამდენად მკაფიოდ და ნათლად ხედავდა და აღიქვამდა იმ პერიოდში საქართველო თავის თავს დასავლეთის ნაწილად, კერძოდ - აშშ-ის მოკავშირედ. იმ დროს საქართველომ თავისი ჯარები ერაყშიც კი გაგზავნა - კოალიციურ ძალებში, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობდა 2003 წლიდან.

2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს. მოსკოვის ურთიერთობა თავის მეზობლებთან, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებთან, რომლებიც სსრ კავშირის შემადგენლობაში იყვნენ და ახლა დასავლეთისაკენ იმზირებიან, ძალიან რთულია - რუსეთი ეჭვიანობს მათი ორიენტაციის გამო. საქართველომაც და უკრაინამაც კარგად იციან, რომ ამას შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს, ამიტომაც პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმატებული მართვა რუსეთთან ურთიერთობის აწყობასაც გულისხმობს, გინდაც საქართველო დასავლეთისაკენ იყურებოდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა