„თბილავიამშენში“ გაფიცვა დასრულდა. პროფკავშირების ძალისხმევით, დავა დასაქმებულთა სასარგებლოდ
გადაწყდა.
გადაწყდა, რომ ადმინისტრაცია ყველა დასაქმებულს ხელფასს გაუზრდის და საპრემიო სისტემასაც შემოიღებს. ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 87000 ლარს შეადგენდა. კომპანიის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, - კიდევ 410 000 ლარი გამოყოს, რომელიც მთელ წელზე განაწილდება და სწორედ ზემოაღნიშნულ საჭიროებებს მოხმარდება. ახლო მომავალში გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულებაც.
„თბილავიამშენის“ 120-მდე თანამშრომელი 27 თებერვალს გაიფიცა.
